ბრინჯაოს ხანა
ვიკიპედიიდან
ბრინჯაოს ხანა — ადამიანის ისტორიის არქეოლოგიურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოყოფილი ერა, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ბრინჯაოს ნაკეთობათა წამყვანი როლი, რაც დაკავშირებული იყო ისეთი ლითონების დამუშავების გაუმჯობესებასთან, როგორიცაა სპილენძი და ტყვია, რომელსაც საბადოებიდან იღებდნენ, შემდეგ კი მათგან ბრინჯაოს ამზადებდნენ. ბრინჯაოს ხანა ეკუთვნის ადრეული ლითონის ეპოქის გვიანდელი ფაზა, რომელმაც შეცვალა სპილენძის ხანა და წინ უძღოდა რკინის ხანას. ქრონოლოგიურად ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის პერიოდი ძვ. წ. 3500-დან ძვ. წ. 1100-მდე, თუმცა სხვადასხვა კულტურაში ეს პერიოდი მერყეობს.