ოდა
ვიკიპედიიდან
ოდა - (ბერძ. ode - სიმღერა), ძველ საბერძნეთში სადღესასწაულო, საგუნდო სიმღერა. შემდეგში საზეიმო განწყობის სახოტბო ლირიკული ლექსი . მისი ფუძემდებელი იყო ბერძენი პოეტი პინდარე. ქება-დიდების შესხმის ობიექტია ცნობილი პიროვნება ან მნიშვნელოვანი მოვლენა. დამახასიათებელია პათეტიკური კილო. ოდის კომპოზიციაში ყურადღებას იპყრობს მიმართვა და ლირიკული გადახვევები. რომაულ პოეზიაში აღსანიშნავია ჰორაციუსის ოდები . ქართულ ლიტერატურაში თამარ მეფისადმი მიძღვნილი შავთელისა და ჩახრუხაძის ოდები. რუსული ლიტერატურაში - ლომონოსოვისა და დერჟავინის ოდები. განსაკუთრებით განვითარდა ფრანგული კლასიციზმის პერიოდში.