როლინგ სტოუნზი
ვიკიპედიიდან
როლინგ სტოუნზი: (მარცხნიდან მარჯვნივ) ჩარლი უოტსი, კიტ რიჩარდსი, მიკ ჯეგერი, რონ ვუდი
|
||
ბიო | ||
წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი | |
ჟანრი/ები | როკ-ენდ-როლი ქანთრი რიტმ-ენდ-ბლუზი რეგეი ბლუზი |
|
ლეიბლი/ები | დეკა როლინგ სთოუნზი |
|
წევრები | ||
მიკ ჯეგერი კიტ რიჩარდსი ჩარლი უოტსი რონი ვუდი |
როლინგ სტოუნზი (The Rolling Stones) – ბრიტანული როკ-ჯგუფი, რომელიც 1962 წელს მიკ ჯეგერის, კიტ რიჩარდსის და ბრაიან ჯონსის მიერ დაარსდა, როგორც რიტმ-ენდ-ბლუზ ბენდი. ხუთიოდ წელიწადში მათ შესახებ უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო. არსებობის საწყის პერიოდში ცუდი რეპუტაციის შეძენისდა მიუხედავად, ”როლინგები” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსებად ჩამოყალიბდნენ. წლების განმავლობაში მათ შეძლეს სახელის გამოსწორება და დღესდღეობით დამსახურებულად ითვლებიან მსოფლიოს უძველეს როკ-ჯგუფად. მათი კონცერტები 21-ე საუკუნის დასაწყისშიც კი დიდი მოვლენაა, რომელსაც ათეულობით ათასი კაცი ესწრება და რომელიც მას-მედიის ყველა საშუალებით შუქდება.
სექციების სია |
[რედაქტირება] ჯგუფის ისტორია
[რედაქტირება] შექმნის წინა პერიოდი
ჯეგერის და რიჩარდსის მეგობრობა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დაიწყო, როდესაც ისინი ლონდონის შემოგარენ დარტფორდის საწყისი სკოლის სათამაშო მოედანზე ხშირად ერთად აგორებდნენ ბურთს. მალევე მათი გზები გაიყარა, როდესაც მიკმა ლონდონის ეკონომიკურ კოლეჯში ჩააბარა, კიტმა კი სიდკაპის სამხატვრო სკოლაში განაგრძო სწავლა, მას შემდეგ რაც იგი დარფორტის ტექნიკური სკოლიდან გააგდეს.
მათი მეგობრობა რამდენიმე წლის შემდეგ განახლდა, როდესაც ისინი ერთმანეთს სრულიად შემთხვევით გადაეყარნენ ლონდონში მიმროლინგ სტოუნზიავალ მატარებელში. მიკს ხელში ამერიკიდან გამოწერილი ფირფიტების მთელი დასტა ეჭირა, კიტს კი გიტარა. მათ მალევე გაარკვიეს, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ბლუზის დაკვრა და მოსმენა აინტერესებდათ. იპოვეს საერთო ნაცნობიც -- გიტარისტი დიკ ტეილორი, რომელიც კიტის კლასელი იყო, და ამავდორულად ჯგუფ Little Boy Blue & Blue Boys-ში უკრავდა ჯეგერთან და მის ორ მეგობართან ერთად. საუბრიდან რამდენიმე დღეში მათ რიჩადრსიც შეუერთდათ.