სამხრეთსლავური ენები
ვიკიპედიიდან
სამხრეთსლავური ენები აღმოსავლეთ- და დასავლეთსლავური ენების გვერდით წარმოადგენს ერთ-ერთ შტოს, რომელიც თავის მხრივ ინდოევროპულ ენების ჯგუფში შედის.
სამხრეთსლავური ენებია — ძველი საეკლესიო სლავური, ბულგარული, მაკედონური, სლოვენური, სერბო-ხორვატული ენები. ამ უკანასკნელს (სერბულ-ხორვატულს) პოლიტიკური კორექტულობის დაცვის მიზნით ხშირად ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ — სერბულ და ხორვატულ ენებად. ამ ტენდენციამ გასაკუთრებით მოიკიდა ფეხი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში შესაბამისი ენის კათედრებს გადაარქვეს სახელები და დღეს შეიძლება შეხვდეთ არამარტო სერბულ-ხორვატული, არამედ ცალ–ცალკე სერბული, ხორვატული, ბოსნიური და მონტე-ნეგრ(ინ)ული ან ჩერნოგორიული ენების კათედრასაც კი. ენათმეცნიერული თვალსაზრისით კი ამ ენების დიალექტებად დაყოფაც კი ჭირს.
- ყოფილი იუგოსლავიის გეოგრაფიულ სივრცეში საბოლოო პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.
[რედაქტირება] სამხრეთსლავისტიკა, როგორც დარგი
სამხრეთსლავისტიკა არის სლავთმცოდნეობის ( სლავისტიკის ) ერთ–ერთი ქვედარგი, რომელიც სამხრეთსლავური ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა მათი ენებისა და კულტურების) შესწავლითაა დაკავებული. სამხრეთსლავისტიკა თავის მხრივ ძირითადი სამხრეთსლავური ენების მიხედვით დაიყოფა ბულგარისტიკად, სლოვენისტიკად და სერბო–ხორვატისტიკად. თუმცა ამ უკანასკნელი დარგის, სერბო–ხორვატისტიკის პარტიკულარიზაცია პოლიტიკური მიზეზით მოხდა ; იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლამ შედეგად თან ისიც მოიტანა, რომ ევროპის მრავალ უნივერსიტეტში ახლადგაჩენილი სახელმწიფოების მიხედვით სერბისტიკის, ხორვატისტიკის და ბოსნისტიკის კათედრები ჩამოყალიბდა.
- საქართველოში სამხრეთსლავისტიკა თითო–ოროლა სამხრეთსლავურ ენათა მცოდნეების ყოლითღა თუ შემოიფარგლება.
––––––––––––––––––––––––––––
- სამხრეთსლავური ენები
- ბულგარული და მაკედონური მოიხმარს კირილიცას.
- ხორვატეთში მხოლოდ ლათინურ ანბანს გამოიყენებენ, რომელიც განვრცობილია დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით. ლათინური ანბანის სერბულ(–ხორვატულ) ნაირ–სახეობას ლატინიცა ჰქვია.
- სერბეთი და ბოსნია ერთდროულად ორივე ანბანს მოიხმარს, თუმცა სერბეთში უფრო კირილური ანბანი (ანუ ჩირილიცა განვრცობილია დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით) სჭარბობს, ხოლო ბოსნიაში უფრო — ლათინური დამწერლობა. (ისტორიულად ისლამის აღმსარებელ ბოსნიაში გამოიყენებდნენ არაბულ დამწერლობას დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით . არაბული ანბანის ბოსნიური ნაირ–სახეობას არებიცა ჰქვია.)
- სლოვენიაში ლათინურ ანბანია გამოყენებაში.
[რედაქტირება] იხილე ასევე
|
|
---|---|
დას. სლავური | ჩეხური · კაშუბური · კნაანური† · სერბულ-ლუჟიცური · პანონურ–რუსინული · პოლაბური† · პოლონური · პომერანული† · სლოვაკური · სლოვინცური† · ზემო სერბული |
აღმ. სლავური | ბელორუსული · ძველი აღმ. სლავური† · ძველი ნოვგოროდის დიალექტი† · რუსული · კარპატულ–რუსინული · რუთენული† · უკრაინული |
სამხ. სლავური | ბანატის ბულგარული · ბულგარული · საეკლესიო სლავური · მაკედონური · ძველი საეკლესიო სლავური ენა† · ცენტრალური სამხრეთსლავური (ბოსნური, ბუნევური, ხორვატიული, ჩერნოგორიული, სერბული, ჩოკური) · სლავური (საბერძნეთი) · სლოვენური |
სხვა | პროტო-სლავური† · რუსენორსკი † · სლავოსერბული† |
(†) აღნიშნავს მკვდარს. |