29 თებერვალი
ვიკიპედიიდან
<< | თებერვალი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | |
2008 |
29 თებერვალი არის გრიგორიანული კალენდრის მე-60 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 306 დღე.
ეს დღე ემატება ყოველ მეოთხე წელს (ნაკიანი წელი), გარდა იმ წლებისა, რომლებიც იყოფა 100-ზე, მაგრამ არ იყოფა 400-ზე. ამგვარად 2000 და 1600 ნაკიან წლებად ითვლება, ხოლო 1900, 1800 და 1700 – არა.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 1288 : შოტლანდიაში დააწესეს რომ ამ დღეს ქალს შეუძლია კაცს ცოლად მოყვანა სთხოვოს. თუ კაცი უარს იტყვის, მან ჯარიმა უნდა გადაიხადოს.
- 1504 : კოლუმბმა მთვარის დაბნელებით ისარგებლა იამაელი ინდიელების დასაფრთხობად.
- 1712 : შვედეთში 29 თებერვალს 30 თებერვალი მოყვა, რათა დაესრულებინათ შვედური კალენდრიდან იულიუსის კალენდარზე გადასვლა.
- 1952 : კუნძული ჰელგოლანდი გერმანიის მფლობელობაში ბრუნდება.
- 1940 : ფინეთმა ზამთრის ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყო.
- 1960 : მაროკოში მიწისძვრას 3000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
- 1964 : სიდნეიში, ავსტრალიელი მოცურავე დაუნ ფრეიზერი ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს 100 მეტრზე თავისუფალი სტილით ცურვაში (58.9 წმ.)
- 1996 : ანდებში კატასტროფა განიცადა პერუს ბოინგ 737-მა დაიღუპა 123 ადამიანი.
- 2000 : ჩეჩნეთში 776-ე სიმაღლეზე მოხდა შეტაკება, რუსული მხარის განცხადებით 90 ფსკოველმა მედესანტემ შესძლო 2000 ბოევიკის შეჩერება. 90-დან მხოლოდ 6 კაცი გადარჩა.
- 2004 : აჯანყების ტალღს აგორების შედეგად, ჯან-ბერტრანდ არისტიდე ჰაიტის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1468 : პავლე III - რომის პაპი
- 1692 : ჯონ ბირომი- ინგლისელი პოეტი
- 1792 : ჯოაკინო როსინი - იტალიელი კომპოზიტორი
- 1840 : ჯონ ფილიპ ჰოლანდი - ირლანდიელი გამომგონებელი
- 1896 : მორარჯი დესაი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
- 1920 : არტურ ფრანცი - ამერიკელი მსახიობი
- 1920 : მიშელ მორგანი - ფრანგი მსახიობი
- 1924 : კარლოს უმბერტო რომერი - ელ სალვადორის პრეზიდენტი
- 1948 : ჟირო აკაგავა - იაპონელი მწერალი
- 1968 : ნაოკო ლიჯიმა - იაპონელი მსახიობი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1528 : პატრიკ ჰამილტონი - შოტლანდიელი რელიგიის რეფორმატორი
- 1604 : ჯონ ვითგიფტი - კენტერბერის არქიეპისკოპოსი
- 1868 : ლუდვიგ I - ბავარიის მეფე
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |