ლოს-ანჯელესი
ვიკიპედიიდან
ლოს-ანჯელესი | |
---|---|
ქალაქის მდებარეობა კალიფორნიაში და ლოს-ანჯელესის ქაუნთი | |
მონაცემები | |
დაფუძნდა: | 4 სექტემბერი 1781 |
ქვეყანა: | აშშ |
შტატი: | კალიფორნია |
ქაუნთი: | ლოს-ანჯელესი |
დროის სარტყელი: | წყნარი ოკეანის სტანდ. დრო (UTC-8) |
მოსახლეობა ქალაქი: - ქაუნთი: - აგლომერაცია: |
3.877.129 (2005) 10.226.506 17.545.623 |
სიმჭიდროვე: | 3.004 ად./კმ² |
სიმაღლე: | 32 მ. ზღვის დონიდან |
ფართობი: | 1.290,6 კმ² მათ შორის 1.214,9 კმ² ხმელეთზე |
ადმ. ერთეული: | 15 უბანი |
საფოსტო კოდი: | 90001 - 90103, 90174, 90185, 90189, 90230, 91331, 91335 |
სატელეფონო კოდი: | 213 ცენტრში 310, 323, 818 გარეუბნებში |
ვებ-გვერდი: | www.lacity.org |
პოლიტიკა | |
მერი: | ვილარაიგოსა, ანტონიო |
სატელიტური ფოტო | |
ქალაქი ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA), ანგელოზთა ქალაქი, კალიფორნია, მოსახლეობით აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქია ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს და ამავე სახელწოდების ქაუნთის ადმ. ცენტრია. 2000 წლის ცენზის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 3,69 მილიონს, თუმცა 2004 წლის 1 ივლისის აღწერით ქალაქის მოსახლეობამ 3,85 მილიონს მიაღწია, ქაუნთის საერთო 10 მილიონი მცხოვრებიდან. ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული აგლომერაციების ცენტრი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ფართობია 1200 კვ.კმ, რითაც ის ნიუ-იორკს და ჩიკაგოს აღემატება.
ლოს-ანჯელესი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურულ, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, ისევე როგორც შემოქმედების ვანგარდი, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტიურად ყველა ერის წარმომადგენელი. აქ ჩამოსულ ადამიანებს ყოველთვის ხიბლავდა ქალაქის საამური კლიმატი, ცოცხალი ცხოვრების რიტმი, უდიდესი ენერგია, წყნარი ოკეანეზე მთავარი გასასვლელის სტატუსი და ”ამერიკული ოცნების” განხორციელების შესაძლებლობანი. 1932 და 1984 წლებში ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა.