ენათმეცნიერება
ვიკიპედიიდან
ენათმეცნიერება არის მეცნიერება ადამიანის ბუნებრივი ენების, მათი აგებულებისა და ფუნქციონირების ზოგადი კანონების შესახებ.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
ენათმეცნიერებების გავრცელებული სახელწოდება უცხო ენებზე არის ლინგვისტიკა. იგი მომდინარეობს ლათინური lingua–საგან, რაც ნიშნავს "ენა"–ს.
[რედაქტირება] ენათმეცნიერების დისციპლინები
ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით პირობითად გამოიყოფა ენათმეცნიერების დისციპლინების ორი კლასი: შიგა და გარე.
- შიდა ენათმეცნიერების კლასი:
- გრამატიკა – ეტიმოლოგია – ზოგადი ენათმეცნიერება - ლექსიკოგრაფია - მორფოლოგია – ონომასტიკა – ორთოგრაფია – სემანტიკა – სინტაქსი – ტიპოლოგია – ფონეტიკა – ფონოლოგია - ფრაზეოლოგია - შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერება
- გარე ენათმეცნიერების კლასი:
- დიალექტოლოგია - ეთნოლინგვისტიკა - ინტერლინგვისტიკა – ლინგვისტური გეოგრაფია - მეტალინგვისტიკა - პარალინგვისტიკა - სოციოლინგვისტიკა - ფსიქოლინგვისტიკა
[რედაქტირება] ენათმეცნიერების ისტორია
ენათმეცნიერება უძველესი დროიდან ვითარდებოდა ძველ აღმოსავლეთსა და მესოპოტამიაში, სირიასა და ეგვიპტეში, აგრეთვე ინდოეთსა (ძვ. წ. მე-5-4 სს. პანინი) და საბერძნეთში (არისტოტელე). მეცნიერულ კვლევებს ამ დარგში საფუძველი ჩაეყარა მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ზოგადი და შედარებით-ისტორიული ენათმეცნიერების ფორმით. პირველი ფორმის წარმომადგენელი იყო ვილჰელმ ჰუმბოლდტი, ხოლო მეორისა - ფრანც ბოპი, ვილჰელმ გრიმი და სხვები.
ენათმეცნიერების ისტორიის ძირითადი მიმართულებებია:
- ლოგიკური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის შუაწლები);
- ფსიქოლოგიური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარი);
- სოციოლოგიური ენათმეცნიერება (მე-19 საუკუნის დასასრული - მე-20 საუკუნე).
იხ. სრული ტექსტი.
[რედაქტირება] ენათმეცნიერების საერთო ცნებები და ტერმინები
- ზოგადი ცნებები:
- ანბანი – ასო – ასპექტი – ბგერა – ბრუნება – ბრუნვა – განსაზღვრება – გარემოება – გრამატიკული დრო – გრამატიკული რიცხვი – დამატება – დამწერლობა – თანხმოვანი – თარგმანი – კომპოზიტი – მახვილი – უღლება – ქვემდებარე – ქვემდებარე – ქცევა – წინადადება – ხმოვანი
- ენის ფორმები და სახეები:
- დაპროგრამების ენა – დიალექტი – კილო – კილო–კავი – ოფიციალური ენა – ჟესტების ენა – სალიტერატურო ენა – საერთაშორისო ენა – სახელმწიფო ენა – ხელოვნური ენა
- მეტყველების ნაწილები:
- არსებითი სახელი – ზედსართავი სახელი – ზმნა – ზმნიზედა – თანდებული – ნაცვალსახელი – ნაწილაკი – რიცხვითი სახელი – შორისდებული – წინდებული
- სასვენი ნიშნები:
- დეფისი – კითხვის ნიშანი – მრავალწერტილი – მძიმე – ორწერტილი – ძახილის ნიშანი – წერტილი – წერტილ–მძიმე
- მიმდინარეობები და თეზები:
- სეპირ–უორფის ჰიპოთეზა – უნივერსალური გრამატიკა
[რედაქტირება] გამოჩენილი ენათმეცნიერები
- ბოდუენ დე კურტენე, ივანე – ბოპი, ფრანც - გრიმი, ვილჰელმ - ვუსტერი, ჯოზეფ – იუშმანოვი, ნიკოლაი – მარი, ნიკო – სეპირი, ედვარდ – სოსიური, ფერდინანდ – უორფი, ბენჯამინ ლი – შუხარდტი, ჰუგო – ჩიქობავა, არნოლდ - ჰუმბოლდტი, ვილჰელმ - ალფრედო ტრომბეტი
იხ. სრული ნუსხა.
[რედაქტირება] ენათმეცნიერთა დაწესებულებები
- ენათმეცნიერების ინსტიტუტი
- ენის პალატა
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
- ენათა კლასიფიკაცია
- მსოფლიოს ენები
- ძველი ქართული სიტყვების ლექსიკონი