ენეოსი
ვიკიპედიიდან
ენეოსი (ბერძნ. Αινείας, ლათ. Aeneas) რომაული მითოლოგიის პერსონაჟი, რომის ლეგენდარული დამაარსებლის რომულუსის წინაპარი.
ტროას დაცემის შემდეგ გმირმა ენეოსმა და მისმა ახლობლებმა ბერძნებისგან თავი გაქცევით დააღწიეს. ისინი დასხდნენ გემზე და გასცურეს ბედის საძიებლად ეტრურიისკენ. იგი ჯერ მაკედონიაში გაჩერდა, შემდეგ სიცილიაში და ბოლოს დაბინავდა ლავრენტიუმში. მათ ჯერ კონფლიქტი მოუვიდად ადგილობრივ მეფე ლათინუსთან, შემდეგ კი ზოგი ვერსიით ენეოსმა დაამარცხა ლათინი და ისინი დანათესავდნენ, ხოლო სხვა ვერსიით კი ბრძოლის დაწყების წინ ლათინი წინ გამოვიდა და გამოჰკითხა ჩამოსულებს, თუ ვინ იყვნენ და საიდან, როდესაც შეიტყო მათი ამბავი, გადაწყვიტავ დამეგობრება. მეგობრობის ნიშნათ კი მიათხოვა საკუთარი ქალიშვილი ენეოსს. ამის შემდეგ ტროადანწამოსულებმა დაარსეს ქალაქი, რომელსაც ენეოსის ცოლის საპატივცემლოდ ლავინიუმი დაარქვეს. მალე ენეოსს შეეძინა ვაჟი ასკანიუსი.
ლათინუსი მალე დაიღუპა რუტულების მეფე ტურნუსთან ბრძოლაში, რის შემდეგაცვ დამარცხებულმა რუტულება დახმარება ეტრუსკული ქალაქი ცერეს მეფეს სთხოვეს. ეტრუსკებს აღელვებდათ ახალი სახელმწიფოს შექმნა და მიიჩნევდნენ მას თავისი უსაფრთოებისთვის სახიფათოდ, ამიტომ დათანხვდნენ კავშირზე. ენეოსმა კი ასეთი განსაცდელის წინაშეე გააერთიანა თავისი ერი აბორიგენებთან და ორივე ერს უწოდა ლათინები. ლათინების და ეტრუსკების ბრძოლაში ლათინებმა გაიმარჯვეს, ხოლო ენეოსი დაიღუპა, იგი დაკრძალეს მდინარე ნუმიკთან და იუპიტერი გვარისდამწყები.