მაკედონია
ვიკიპედიიდან
მაკედონია |
|
მაკედონიის დროშა | მაკედონიის გერბი |
ფართობი: 25 713 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია.
- ეროვნული: Makedonija; Republika Makedonija.
- ეტიმოლოგია: მომდინარეობს ბალკანეთის ნახერკუნძულზე მდებარე უძველესი ისტოიულ-გეოგრაფიული რეგიონის სახელისაგან.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი, სერბია და მონტენეგრო. ფართობი - 25.713 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : დემოკრატიული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ბრანკო ცრვენკოვსკი.
- საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი - სობრანიე (120 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 123 მუნიციპალიტეტი (opstina).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა: 2.063 ათასი (2003), მათ შორის - მაკედონელები 67%, ალბანელები 23%, თურქები 4%, ბოშები 2%, სერბები 2%.
- სახელმწიფო ენა : მაკედონური (70%). გავრცელებული ენები : ალბანური (21), თურქული (3), სერბული (3).
- რელიგია: ქრისტიანობა.
- დედაქალაქი: სკოპიე (452 ათასი).
- ქალაქები: ბიტოლა (84), კუმანოვო (79), ტეტოვო (61), პრილეპი (57).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ქრომი, ტყვია, თუთია, მანგანუმი, ვოლფრამი, ნიკელი, დაბალი ხარისხის რკინის მადანი, აზბესტი, გოგირდი, საშენი ხე-ტყე, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.700 $.
- ვალუტა - მაკედონური დენარი (MKD).
[რედაქტირება] ისტორია
1991 წელს კომუნისტური იუგოსლავიის დაშლის შემდეგ გამოცხადდა მაკედონიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ სახელის წინააღმდეგ გაილაშქრა საბერძნეთმა, ვინაიდან მისი ჩრდილოეთი ოლქი, რომლის ცენტრია სალონიკი, ატარებს იგივე სახელს. აღსანიშნავია, რომ ისტორიული მაკედონიის ტერიტორია სამი მეზობელი სახელმწიფოს - საბერძნეთის, ბულგარეთის და დღევანდელი მაკედონიის რესპუბლიკის მიწებს მოიცავდა.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ღირშესანიშნაობანი - ძველბერძნული ქალაქის ჰერაკლეის ნანგრევები; მეფე სამუილის ციხე-სიმაგრე (XI ს.); სტრუმნიცის ციხე (XI ს.); წმ. სოფიის ბაზილიკა ოხრიდში (XI ს.); წმ. მიხეილის ეკლესია ლესნოვოში; ოხრიდი და მისი ტბები.