ივლისი
ვიკიპედიიდან
<< | ივლისი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 | 31 | ||||
2007 |
ივლისი (ლათინურად Julius) არის გრიგორიანული კალენდრის მეშვიდე თვე. მასში 31 დღეა.
სახელი ეწოდა იულიუს კეისრის მიხედვით, რომელიც ამ თვეში იყო დაბადებული; ადრე მას ერქვა Quintilis, "მეხუთე". ივლისის ძველქართული სახელწოდებაა თიბათვე.
ივლისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა - სამხრეთ ნახევარსფეროში.
ივლისის ზოდიაქოს ნიშნებია კირჩხიბი და ლომი.
ივლისი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც აპრილი ჩვეულებრივ წლებში, და იანვარი - ნაკიან წელში.
[რედაქტირება] ივლისის მოვლენები
- კანადის დღე კანადაში (1 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში (4 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე ვენესუელაში (5 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე არგენტინაში (9 ივლისი)
- დამოუკიდებლობის დღე პერუში (28 ივლისი)
- ბასტილიის დღე საფრანგეთში (14 ივლისი)
- ტურ-დე-ფრანსი ტარდება მთელი თვის განმავლობაში.
- 64 - რომის დიდი ხანძარი.
- 306 - კონსტანტინე I-ს მისი მეომრები რომის იმპერატორად აცხადებენ.
- 622 - მუჰამედი (კალ. არაბულად სურათზე) იწყებს ჰიჯრას მექადან მედინაში, რაც დასაბამს აძლევს ისლამურ კალენდარს.
- 987 - ჰუგო კაპეტი გახდა საფრანგეთის მეფე, კაპეტინგების დინასტია დაიწყო
- 1099 - ჯვაროსნებმა იერუსალიმი დაიკავეს.
- 1625 - მარაბდის ბრძოლა
- 1762 - ეკატერინე II-ს გამეფება.
- 1776 - აშშ-მ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1789 - ბასტილიის აღება. დაიწყო საფრანგეთის რევოლუცია.
- 1806 - საღვთო რომის იმპერიის დაშლა და რაინის კონფედერაციის წარმოქმნა.
[რედაქტირება] იხილეთ სხვა თვეები
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |