ვიკიპედიიდან
16 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 197-ე დღე (ნაკიან წლებში – 198-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 168 დღე.
- 622 : წინასწარმეტყველი მუჰამედი იწყებს ჰიჯრას მექადან მედინაში, რაც დასაბამს აძლევს მუსლიმანურ კალენდარს.
- 1661 : ევროპაში პირველი ბანკნოტები გამოუშვა სტოკჰოლმის ბანკმა.
- 1918 : რუსეთის რევოლუცია - ქ. ეკატერინბურგში ბოლშევიკებმა დახვრიტეს რუსეთის უკანასკნელი მეფე ნიკოლოზ II და მისი ოჯახის წევრები.
- 1945 : მანჰეტენის პროექტი - ბირთვული ერა იწყება აშშ-ს მიერ ნიუ-მექსიკოს შტატში ისტორიაში პირველად განხორციელებული პლუტონიუმის ბირთვული იარაღის ექსპერიმენტული აფეთქებით.
- 1965 : საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი მონ ბლანის გვირაბი გაიხსნა.
- 1969 : კეიპ კენედიდან, ფლორიდა, გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი "აპოლო 11".
- 1979 : ერაყის პრეზიდენტი გახდა სადამ ჰუსეინი.
- 1990 : ფილიპინებში 7,7 ბალის მიწისძვრამ 1600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 2003 : კორსიკელები რეფერენდუმში ხმათა მცირე უპირატესობით საფრანგეთისგან გაზრდილ ავტონომიას უარჰყოფენ.
- 2004 : მილემიუმის პარკი, 21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური არქიტექტურული პროექტი, გაიხსნა ჩიკაგოში, ილინოისი.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები