კანარის კუნძულები
ვიკიპედიიდან
კანარის კუნძულები (Islas Canarias) არის ესპანეთის ავტონომიური რეგიონი. მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულებზე აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან, მოიცავს 7 დიდ და 6 პატარა კუნძულს: ტენერიფე, ლას-პალმასი, გომერა, იერო, დიდი კანარია, ფუენტევენტურა, ლანსაროტი.
- ფართობი - 7,3 ათასი. უმაღლესი მწვერვალია პიკო დე ტეიდე, 3.718 მ.
- მოსახლეობა - 1.400 ათასი.
- ადმინისტრაციული ცენტრი - სანტა-კრუს-დე-ტენერიფე.
- საკანონმდებლო ორგანო – 60 წევრიანი პარლამენტი.
ისტორია. 1402 წელს აღმოაჩინეს რომაელებმა, სადაც ბევრი ძაღლი უნახავთ (canis ლათინურად), სახელიც აქედან შეერქვა. 1415 – ზღვაოსანმა ჟან დე ბეტანკურმა დაიკავა კუნძულები და მეფე გახდა. 1479 – განადგურებულ იქნენ კუნძულების ავტოქტონური მოსახლენი გუანშები, რომლებიც ბერბერებს ენათესავებოდნენ. 1902 – ავტონომისტური მოძრაობა ჩაახშვეს. 1978 – გაძლიერდა თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის მოძრაობა. 1993 – იუნესკომ ბიოსფერულ ნაკრძალად გამოაცხადა.