ლევან V დადიანი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "ლევან " აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ლევან |
ლევან V დადიანი (* 1791 ― † 1846), ოდიშის მთავარი 1805-1840, გრიგოლ დადიანის ძე. მამის გარდაცვალების დროს მძევლად ჰყავდა აფხაზეთის მთავარ ქელიშბეი შარვაშიძეს, რომლისგანაც მისი განთავისუფლება 1805 გაზაფხულამდე ვერ მოხერხდა. თავდაპირველად ლევან V დადიანის მცირეწლოვანების გამო ოდიშის სამთავროს 4 წევრისაგან შემდგარი საბჭოს დახმარებით განაგებდა დედამისი, დედოფალი ნინო (1805-1810); 1811-იდან ლევან V დადიანი უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის ხელისუფლების მიერ დასავლეთ საქართველოში მოწყობილ სამხედრო ექსპედიციებში: 1809 მონაწილეობდა ფოთის აღებაში, 1810 - იმერეთის სამეფოს დამორჩილებაში, 1819-20 - იმერეთისა და გურიის აჯანყების ჩახშობაში. ასევე დაეხმარა მეფის რუსეთს აფხაზეთის სამთავროში რუსეთი | რუსეთის ხელისუფლების განმტკიცებაში. 1813 ლევან V დადიანმა შემოიერთა სამურზაყანო, რომელსაც 1840-მდე მართავდა. მის დროს, 1830, ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი სასწავლებელი - მარტვილის სასულიერო სასწავლებელი. 1840 უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი შვილის დავითის სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვდილამდე ატარებდა.