ლონდონის მეტრო
ვიკიპედიიდან
ლონდონის მეტროპოლიტენი, (London Underground ან Tube) — მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ლონდონში (დიდი ბრიტანეთი); უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში. გაიხსნა 1863 წლის 10 იანვარს. ამჟამად მოიცავს 274 სადგურს, ხაზების საერთო სიგრძეა 408 კმ. ზოგიერთი ძველი სადგური და ხაზი ამჟამად დახურულია. 2005 წელს სისტემის მგზავრთა გამტარობამ შეადგინა 2.67 მილიონი ად. დღეში.