მაჩუ პიკჩუ
ვიკიპედიიდან
მაჩუ პიკჩუ (კეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: "ინკების დაკარგული ქალაქი") -- ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2.350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 70 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ხელახლა აღმოჩენით იელის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ჰირამ ბინგემმა მოაქცია 1911 წელს. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.