მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია
ვიკიპედიიდან
შტაბ-ბინა | ჟენევა, შვეიცარია |
წევრები | 149 ქვეყანა |
ოფიც. ენები | ინგლ., ფრანგ., ესპ. |
გენ. მდივანი | პასკალ ლამი |
შეიქმნა | 1995 |
ოფიც. ვებგვერდი | www.wto.int |
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (World Trade Organization, აკრონიმი WTO) — საერთაშორისო ორგანიზაცია შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების ხელმომწერნი არიან.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში, შვეიცარია, მდებარეობს. მიმდინარე გენერალური დირექტორია პასკალ ლამი 2005 წლის 1 სექტემბრიდან. 2005 წლის 15 დეკემბრისთვის მასში გაერთიანებული იყო 149 ქვეყანა. საუდის არაბეთი ბოლო წევრი გახდა. დაარსების შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.