ნახჭევანი
ვიკიპედიიდან
ნახჭევანი (აზერბ. Naxçıvan Muxtar Respublikası) ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ტერიტორიული ანკლავი. დასავლეთით მისი მოსაზღვრეა თურქეთი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით - სომხეთი, სამხრეთით - ირანი. ფართობი - 5,5 ათასი კვ.კმ. ნახჭევანის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე არაქსი. მოსახლეობა - 370 ათასი; ძირითადად აზერბაიჯანელები, რუსები. ადმინისტრაციულად იყოფა 6 რაიონად. რესპუბლიკაში 4 ქალაქია, დედაქალაქი - ნახჭევანი.
- 1828 – შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.
- 1924 - რეგიონი აზერბაიჯანის სსრ-ს ნაწილი გახდა.
- 1990 – სომხეთმა დაიკავა ტერიტორიის ნაწილი, მაგრამ კონტროლი მალე იქნა აღდგენილი.