ნერუ, ჯავაჰარლალ
ვიკიპედიიდან
ჯავაჰარლალ ნერუ (ჰინდი: जवाहरलाल नेहरू) (14 ნოემბერი, 1889, ალაჰაბადი – 27 მაისი, 1964, დელი), ასევე პანდიტი (მეცნიერი-მასწავლებელი), ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიდერი, ინდოეთის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ინდოეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1947 წლის 15 აგვისტოს.
დაიბადა ალაჰაბადში. დედამისი, სვარუპანი, გავლენიანი სახელმწიფო მოხელის ოჯახიდან იყო. ნერუ ერთადერთი ვაჟი იყო; ჰყავდა სამი და, მათ შორის იყო ვიჯაია ლაკშმი პანდიტი. ნერუს ოჯახი წარმოშობით ქაშმირიდან იყო და სარასვატის ბრაჰმულ კასტას ეკუთვნოდა.
განათლება ინდოეთისა და უცხოეთის საუკეთესო სკოლებში მიიღო. ჰაროუში, ტრინიტის კოლეჯში, კემბრიჯი, შინ ბრუნდება და მამის კვალდაკვალ პოლიტიკას მიჰყვება.
მშობლების ხელშეწყობით ნერუმ კამალა ნერუზე იქორწინა 1916 წელს, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო. ქორწინებისას თავად ნერუ 26 წლის იყო. კამალა კაშმირის ცნობილი ოჯახიდან იყო დელიდან.