ნიდერლანდური ენა
ვიკიპედიიდან
ნიდერლანდული ენა, იგივე ჰოლანდიური, ნიდერლანდელთა და ფლანდრიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანულ ჯგუფს . სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ბურები, რომლებიც გადმოსახლებულნი არიან ჰოლანდიიდან, მეტყველებენ ნიდერლანდული ენის ნაირსახეობაზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: 20 მლნ
- ენის კოდი: nl
- სახელწოდება: nl - Nederlands; en - Dutch; en - Nederlanda
- დამწერლობა: ლათინური
ნიდერლანდური ენა ძირითადად განვითარდა ქვემოფრანკული ენის ბაზაზე. ნიდერლანდური განვითარებაში გამოყოფენ სამ პერიოდს: ძველნიდერლანდური (ძველი ქვემოფრანკული, IX-XI სს.), საშუალო ნიდერლანდული (XII-XV სს.), ახალნიდერლანდული (XVI ს-დან). ძველნიდერლანდული ენის წერილობითი ძეგლები არ შემონახულა. ყველაზე ადრეული ძეგლი საშუალო ნიდერლანდულისა - იურიდიული სიგელები, ი. ვან მარლანტის ნაწარმოებები, რაინდული რომანები - XIII საუკუნეს განეკუთვნება.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- არუბა
- ბელგია - ფრანგულთან და გერმანულთან ერთად.
- ნიდერლანდი
- ნიდერლანდის ანტილები
- სურინამი
გავრცელების არეალი:
ნიდერლანდი, ბელგია, სურინამი, საფრანგეთი
[რედაქტირება] გრამატიკა
…
[რედაქტირება] ლექსიკა
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Goedendag; Hallo
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Welkom
- გმადლობთ - Dank u; Dank u wel
- კი / არა - Ja / Nee
- გეთაყვა - Alstublieft
- ნახვამდის - Tot ziens; Tot kijk
რიცხვები
- 1 - een, 2 - twee, 3 - drie, 4 - vier, 5 - vijf, 6 - zes, 7 - zeven, 8 - acht, 9 - negen, 10 - tien