ნიდერლანდი
ვიკიპედიიდან
|
|||||
დევიზი: Je Maintiendrai |
|||||
სახელმწიფო ენა | ნიდერლანდული | ||||
დედაქალაქი | ამსტერდამი, მთავრობის რეზიდენცია ჰააგაშია | ||||
მეფე (დედოფალი) | ბეატრიქსი | ||||
პრემიერ-მინისტრი | იან პეტერ ბალკენენდე | ||||
ფართობი - ხმელეთი - ზღვა |
სიდიდით 131-ე 41,526 კვ.კმ 18,4% |
||||
მოსახლეობა - რაოდენობა - სიმჭიდროვე |
სიდიდით -59-ე 16,318,000 393/კმ² |
||||
ვალუტა | ევრო (EUR) | ||||
დროის ზონა | დზკ +1 (ზდ +2) | ||||
სახელმწიფო ჰიმნი | - | ||||
ინტერნეტის დომენი | .nl | ||||
სატელეფონო კოდი | 31 |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: ქართულად - ნიდერლანდის სამეფო; ნიდერლანდულად - Nederlands; Koninkrijk der Nederlanden.
- ეტიმოლოგია - ეს სახელმწიფო რამდენიმე სახელითაა ცნობილი: (ა) ნიდერლანდი - ნიდერლანდულ ენაზე მისი სახელწოდება ნიშნავს “დაბლობ მიწებს”. (ბ) ჰოლანდია - გერმანიკული holt land, “ტყიანი მხარე” (ჰოლანდია ნიდერლანდის ერთ-ერთი მხარეა, მაგრამ ამ სახელით ხშირად მთელ ქვეყანას მოიხსენიებენ). (გ) ბატავია - გერმანიკული “სავარგულები”, მომდინარეობს Betuwe-საგან.
- ქვეყნის კოდი - NL.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია და გერმანია.
- ფართობი - 41.500 კვ.კმ.
- ბუნება: ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია მთა ვაალსერბერგი, რომლის სიმაღლე 321 მეტრია. მდინარეები (კმ) - მოსა 350 (სულ 933), რაინი 200 (სულ 1.320); ტბა (კვ.კმ) - იისელმეერი 1.500 (ხელოვნური); კუნძულები (კვ.კმ) - სხოუვენი 222, ოვერფლაკი-გური, ტექსელი 184; კლიმატი - ოკეანური.
- ბუნებრივი რესურსები - ბუნებრივი აირი, ნავთობი, სასოფლო-სამეურნეო მიწები.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
- სახელმწიფოს მეთაური - დედოფალი ბეატრიქსი (BEATRIX, 1980). აღსანიშნავია, რომ საუკუნეზე მეტია ნიდერლანდის ტახტზე მხოლოდ ქალები არიან: ვილჰელმინა - 1890-1948, იულიანა - 1948-1980.
- მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი Jan Peter BALKENENDE (2002).
- საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი - გენერალური შტატები (75+150 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა. ნიდერლანდების სამეფო ადმინისტრაციულად იყოფა 12 პროვინციად (provincie): გელდერლანდი (ცენტრი - არნჰემი), გრონინგენი (გრონინგენი), დრენტე (ასენი), ზელანდია (მიდელბურგი), ლიმბურგი (მაასტრიხტი), ოვერიისელი (ზვოლე), სამხრეთი ჰოლანდია (ჰააგა), უტრეხტი (უტრეხტი), ფლევოლანდი (ლელისტადი), ფრისლანდია (ლეუვარდენი), ჩრდილოეთი ბრაბანტი (ჰერტოგენბოში), ჩრდილოეთი ჰოლანდია (ჰაარლემი).
- სამფლობელოები. ნიდერლანდებს აქვს ორი სამფლობელო კარიბის ზღვის აუზში: არუბა; ნიდერლანდის ანტილები.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 16.150 ათასი (2003), მათ შორის 83% ჰოლანდიელები, 11% ფლანდრიელები.
- ენები - ნიდერლანდული, ფრიზული.
- რელიგია - კათოლიციზმი - 40%, პროტესტანტიზმი - 40%.
- ქალაქები (ათ.) - ამსტერდამი (738), როტერდამი (600), ჰააგა (მთავრობის რეზიდენცია - 466), უტრეხტი (264), ეინდჰოვენი (206), ტილბურგი (200).
[რედაქტირება] ეკონომიკა
ნიდერლანდები მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (403 მლრდ $) მსოფლიოში მე-12 ადგილი უკავია.
- ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 3, მრეწველობა - 28, მომსახურება - 68;
- ე.ე.პ. (1 სულზე) - 25.830 $.
- ექსპორტი - რძის პროდუქტები, ყვავილები, ბოსტნეული, ელექტრომოწყობილობანი.
- უდიდესი კომპანიები – ჰაინეკენი, ფილიპსი, შელ-ოილი, კლმ, იუნილევერი.
- ბიუჯეტი - 134,000 მლნ $. ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ჰოლანდიური გულდენი.
[რედაქტირება] ისტორია
ნიდერლანდების დამოუკიდებელი სამეფო 1648 წელს - შეიქმნა. მე-17 საუკუნის განმავლობაში იგი უდიდესი საზღვაო სახელმწიფო იყო, რომელსაც მრავალი კოლონია ჰქონდა. 1830 წელს მას გამოეყო ბელგიის სამეფო.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
- ამსტერდამი - ძველი ქალაქი, ეკლესიები: უდე-კერკი (XIV ს.), ნეუვე-კერკი (XV ს.), აუდე-კერკი (XVI ს.), სამეფო სასახლე (XVI ს.), რატუშა (XVIII ს.);
- გრონინგენი - ეკლესია აა (XIII ს.);
- მაასტრიხტი - ეკლესია ონზე (XI ს.), «ჯოჯოხეთის ჭიშკარი» (XIII ს.);
- მიდელბურგი - რატუშა (XV ს.);
- ბრედა — ტაძარი (XV ს.), ციხე-სიმაგრე (XIV ს.).
[რედაქტირება] ცნობილი ჰოლანდიელები
- მოგზაურები - ვილემ ბარენცი, აბელ ტასმანი,
- ფილოსოფოსები - ბარუხ სპინოზა, ერაზმუსი,
- მხატვრები - ვინსენტ ვან გოგი, ფრანს ჰალსი, რემბრანდტი, იოჰან ვერმეერი,
- მეცნიერები - კრისტიან ჰიუგენსი, ანტონი ვან ლევენჰუკი, თომას სტილტიესი, ჰენრიკ ლორენცი,
- სპორტსმენები - მაქს ეივე, იან ტიმანი, იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, რუუდ გულიტი,
- ანა ფრანკი, მატა ხარი, პიტერ სტუივეზანტი.
ევროპის ქვეყნები | |
ავსტრია | აზერბაიჯანი | ალბანეთი | ანდორა | ბელგია | ბელარუსი | ბოსნია და ჰერცეგოვინა | ბულგარეთი | გერმანია | დანია | დიდი ბრიტანეთი | ესპანეთი | ესტონეთი | ვატიკანი | თურქეთი¹ | ირლანდია | ისლანდია | იტალია | ლატვია | ლიტვა | ლიხტენშტაინი | ლუქსემბურგი | მაკედონია | მალტა | მოლდოვა | მონაკო | ნიდერლანდები | ნორვეგია | პოლონეთი | პორტუგალია | რუმინეთი | რუსეთი¹ | საბერძნეთი | სან-მარინო | საფრანგეთი | საქართველო | სერბია | მონტენეგრო | სლოვაკეთი | სლოვენია | სომხეთი | უკრაინა | უნგრეთი | ფინეთი | ყაზახეთი¹ | შვეიცარია | შვეცია | ჩეხეთი | ხორვატია | |
დამოკიდებული ტერიტორიები: გერნსი | გიბრალტარი | კუნძული მენი | ფარერის კუნძულები | ჯერსი | |
¹ ნაწილი აზიაშია |