რკინის ჯვარი (ორდენი)
ვიკიპედიიდან
რკინის ჯვარი (გერმ. Das Eiserne Kreuz) გერმანული სამხედრო ორდენია, რომელიც დააარსა პრუსიის მეფემ ფრიდრიხ ვილჰელმ III-ემ 1813 წლის 10 მარტს.
სექციების სია |
[რედაქტირება] ფორმა და ისტორიული წარმომავლობა
ორდენის ფორმის ნიმუშად აღებულ იქნა გერმანული ორდენის ჯვრის ფორმა - შავი ჯვარი ტიპიური ფართო დაბოლოებებით, ისეთი, როგორსაც გერმანული ორდენის რაინდები თეთრ მოსასხამზე ატარებდნენ XIV საუკუნეში.
ნიმუში თვით მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმ III-მ დახატა, რომელიც საბოლოოდ დაამუშავა კარლ ფრიდრიხ შინკელმა. მას, როგორც წესი, რკინისაგან ამზადებდნენ პრუსიის სამეფო ჩამომსხმელ ქარხანაში.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
«რკინის ჯვრის» მაღალი ხარისხები 1813 წლისთვის წარმოადგენდნენ უმაღლეს გერმანულ სამხედრო ჯილდოებს. ასეთი პატივით სარგებლობდა მხოლოდ ორდენი «პურ ლე მერიტი», რომელიც მხოლოდ ოფიცრებს ენიჭებოდათ და «შავი არწივის ორდენი», რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ მიენიჭებოდა ვინმეს.
[რედაქტირება] რკინის ჯვრის ადრეული ვარიანტები
[რედაქტირება] რკინის ჯვარი მესამე რაიხის დროს
[რედაქტირება] რკინის ჯვარი
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰიტლერმა აღადგინა "რკინის ჯვარი", როგორც ორდენი. იგი 1813 წლის მოდელზე ოდვან სქელი იყო, წინა გვერდზე ჰქონდა წარწერა "1939" და ჯვრის შუაგულში "სვასტიკა". განსხვავებით პრუსიული ტრადიციისა, ეტარებინათ ორდენი შავ-თეთრ ბაფთაზე, ნაცისტებმა ახალი, შავ-თეთრ-წითელი ბაფთა დააწესეს.
1939-1945 წლებში არსებობდა "რკინის ჯვრის" 4 საფეხური.
- რკინის ჯვარი II კლასის (შავ-თეთრ-წითელი ბაფთით)
- რკინის ჯვარი I კლასის (სარჭით)
- რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი
- რკინის ჯვრის დიდი ჯვარი
[რედაქტირება] რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი
რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი ან უბრალოდ რაინდის ჯვარი (გერმ. Ritterkreuz des Eisernen Kreuzes, ან Ritterkreuz) მიენიჭებოდათ მხოლოდ განსაკუთრებული გმირობის ჩადენის შემთხვევაში. არსებობდა ორდენის შემდეგი ხარისხები:
- რაინდის ჯვარი (Ritterkreuz des Eisernen Kreuzes) - მიენიჭა 7.313 კაცს
- რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით (mit Eichenlaub) - მიენიჭა 883 კაცს
- რაინდის ჯვარი მუხის ფოთოლით და ხმლებით (mit Eichenlaub und Schwertern) - მიენიჭა 159 კაცს და საპატიო ჯილდოდ იაპონელ ადმირალს ისოროკუ იამომოტოს.
- რაინდის ჯვარი, მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით (mit Eichenlaub, Schwertern und Brillianten) - მიენიჭა 27 კაცს (კესელრინგი, რომელი, მოდელი, შიორნერი, დიტრიხი, ბალკი, ჰუბე, ფონ მანტოიფელი, ფონ ზაუკენი, მაუსი, რამკე, გილე, ტოლსდორფი, გალანდი, შულცი, გრაფი შტრახვიცი, ლენტი, მიოლდერსი, გოლობი, რუდელი, ბრანდი, ლიუთი, ნოვოტნი, შნაუფერი, გრაფი, ჰარტმანი, მარსელი)
წესისამებრ ორდენს ატარებდნენ ყელზე.
[რედაქტირება] გერმანიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო
ნაცისტური გერმანიის უმაღლესი სამხედრო ჯილდო "რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი ოქროს მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით" (გერმ. das Ritterkreuz des Eisernen Kreuzes mit Goldenem Eichenlaub, Schwertern und Brillanten) დაარსდა 1944 წლის 29 დეკემბერს სპეციალურად ერთი კაცისათვის. 1945 წლის 1 იანვრის ახალი წლის ღამეს ადოლფ ჰიტლერმა იგი საზეიმო ვითარებაში გადასცა ჰანს-ულრიხ რუდელს. რუდელი ერთადერთი პიროვნებაა, რომელსაც ეს ორდენი მიენიჭა.