სიმონ II გურიელი
ვიკიპედიიდან
სიმონ II გურიელი (* 1606 ― † დაახლოებით 1672), გურიის მთავარი 1625, 1658. მამია II გურიელის ძე. 1621 წელს შეირთო მანუჩარ I დადიანის ასული მარიამი. 1625 წელს მოკლა მამა და გურიის მთავარი გახდა. იმავე წელს სოფ.ლანჩხუთთან ბრძოლაში დაამარცხა ლევან II დადიანმა, დააბრმავა და მისი ცოლ-შვილი ოდიშს წაიყვანა. 1658 იმერეთის მეფემ ალექსანდრე III-მ და დადიანმა სიმონი კვლავ მთავრის ტახტზე აიყვანეს აშვილეს გურიელთა სახლისშვილი დემეტრე, რომელიც განაგებდა სამთავროს.
სიმონ II გურიელი ბერად შედგა და იერუსალიმს გაემგზავრა, სადაც აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესია-მონასტრების ინტერესების დასაცავად.