დემეტრე გურიელი
ვიკიპედიიდან
საკუთარ სახელს "დემეტრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: დემეტრე |
დემეტრე გურიელი, გურიის სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი 1659-1660, იმერეთის მეფე 1660.
დემეტრე გურიელი ახალგაზრდობაში ბერად იყო შემდგარი. 1658 იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ და ვამეყ III დადიანმა ბანძის ბრძოლაში დაამარცხეს ლიპარიტ III დადიანი და ქაიხოსრო I გურიელი და გურიის სამთავრო ტახტზე ბრმა სიმონ გურიელი (სიმონ II) აიყვანეს, მას მონასტრიდან გამოყვანილი დემეტრე გურიელი აშვილეს, რომელიც ფაქტობრივად განაგებდა გურიის სამთავროს.
1659 ქაიხისრო I ოსმალეთის დახმარებით გურიაში დაბრუნდა. დემეტრე გურიელი იმერეთში გაიხიზნა. 1660 ქაიხოსროს მოკვლის შემდეგ, დემეტრე გურიელი კვლავ გურიელად დაჯდა. 1660 იმერეთის ფეოდალებმა მოკლეს თურქთა მიერ მეფედ დასმული ვახტანგ ბაგრატიონი (ჭუჭუნაშვილი) და დემეტრე გურიელი იმერეთში გაამეფეს. იმავე წელს დემეტრე გურიელი ფეოდალებმა ტახტიდან ჩამოაგდეს დააბრმავეს და გააძევეს. მისი შემდომი ბედი უცნობია.