ტრამვაი
ვიკიპედიიდან
ტრამვაი (ინგლ. tram - ვაგონი, და way - გზა, სახელი წარმოიშვა დიდი ბრიტანეთის შახტებში ქვანახშირის გადამტანი ვაგონეტიდან) — ქუჩის რელსიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახე, როგორც წესი ელექტრო გაწევით, გამოიყენება მეტწილად ქალაქებში ფიქსირებულ მარშრუტებზე მგზავრების გადასაყვანად.
პირველი მექანიკური ტრამვაი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა, ელექტრული იმავე საუკუნის ბოლოს. ტრამვაის "ოქროს ხანა" მსოფლიო ომებს შორის იყო, რის შემდეგაც მათი გამოყენება მკვეთრად მცირდება, თუმცა XX საუკუნის ბოლოდან ისევ ხდება პოპულარული.
თავდაპირველად ტრამვაებს ცხენები სწევდნენ, შემდეგ გამოჩნდა დიზელის, საკაბელო და საბაგირო ტრამვაები. წარსულში ასევე არსებობდა პნევმატური, თბური და უმოტორო ტრამვაები.
ამჟამად ტრამვაების უმრავლესობა ელექტროენერგიას იყენებს, რომელსაც საჰაერო საკონტაქტო ქსელთან დენმიმღებების საშუალებებით იღებს, თუმცა არსებობს ასევე ტრამვაები, რომელსაც წყარო მესამე რელსიდან ან აკუმულატორიდან ეწოდება.