ჰაუსდორფი, ფელიქს
ვიკიპედიიდან
ჰაუსდორფი, ფელიქს (* 8 ნოემბერი, 1868, ბრესლაუ, ახლანდელი ვროცლავი ― † 26 იანვარი, 1942, ბონი), გერმანელი მათემატიკოსი. 1891 წელს დაამათავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი. 1895-იდან ასწავლიდა იქვე (1902-იდან პროფესორი); მოგვიანებით გრაიფსვალდის, 1921-იდან - ბონის უნივერსიტეტების პროფესორი. ჰაუსდორფმა დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის სხვადასხვა დარგში - სიმრავლეთა თეორიაში, ტოპოლოგიაში, ფუნქციონალურ ანალიზში, უწყვეტ ჯგუფთა თეორიაში, რიცხვთა თეორიაში.