ბაგრამიანი, ივანე
ვიკიპედიიდან
ოვანეს ხაჩატური ბაღრამიანი (სომხ.: Հովհաննես խաչատուրի Բաղրամյան , რუსიფიცირებული ვერსია: Ива́н Христофо́рович Баграмя́н) (* 20 ნოემბერი/2 დეკემბერი, 1897, სოფ. ჩარდახლუ (განჯა), რუსეთის იმპერია ― † 21 სექტემბერი, 1982, მოსკოვი, სსრკ) - სომეხი საბჭოთა სახემლწიფო და სამხედრო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის მარშალი (11.03.1955), საბჭოთა კავშირის გმირი (29.07.1944), სკკპ-ის წევრი 1941 წლიდან.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
- 1915 - სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში.
- 1917 - დაამთავრა პრაპორშჩიკის სკოლა.
- 1920 - მოხალისედ წავიდა წითელ არმიაში. მონაწილეობდა სამოქალაქო ომში.
- 1934 - დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
- 1938 - დაამთავრა გენშტაბის აკადემია.
- 1940 - დაინიშნა არმიისა და ოლქის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსად.
- 1941 - გადაყვანილ იქნა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.
- 1942 წლიდან სარდლობდა არმიას.
- 1943 ნოემბერი - დაინიშნა ბალტიისპირეთის I ფრონტის ჯარების სარდლად.
- 1945 აპრილი - დაინიშნა ბელორუსიის III ფრონტის ჯარების სარდლად.
- 1954 წლიდან იყო თავდაცვის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
- 1956-1958 - იყო გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის უფროსი.
- 1958 - დაინიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და შეიარაღებული ძალების ზურგის უფროსად.
- 1968 - იყო გენერალ-ინსპექტორთა ჯგუფის გენერალ-ინსპექტორი.
- 1952 - სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატი
- 1961 - სკკპ ცკ-ის წევრი, სსრკ II-IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
[რედაქტირება] ჯილდოები
- 7 ლენინის ორდენი
- 3 წითელი დროშის ორდენი
- 2 სუვოროვის ორდენი 1-ლი კლასის
- კუტუზოვის ორდენი 1-ლი კლასის
- ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- ორდენი "სამშობლოსათვის სსრკ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახურისათვის" მე-3 კლასის