ბალტიის ზღვა
ვიკიპედიიდან
ბალტიის ზღვა მდებარეობს ჩრდილოეთ ევროპაში, ჩრდ. გრძედის 53-66 გრადუსებსა და აღმოსავლეთის განედის 20-26 გრადუსებს შორის. მას ესაზღვრება სკანდინავიის ნახევარკუნძული, ჩრიდლოეთ ევროპის კონტინენტური ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური ევროპა და დანიის კუნძულები. ბალტიის ზღვა იღვრება კატეგატში ორესუნდის, დიდი და მცირე ბელტების გავლით.
კატეგატი თავის მხრვი გრძელდება სკაგერაკით ჩრდილოეთის ზღვაში და შემდეგ ატლანტის ოკეანეში. ბალტიის ზღვა უკავშირდება თეთრ ზღვას თეთრი ზღვის არხით, ხოლო ჩრდილოეთის ზღვას კიელის არხით.