ჩრდილოეთი ევროპა
ვიკიპედიიდან
ჩრდილოეთი ევროპა - ევროპის ერთ-ერთი გეოგრაფიული რეგიონი. ტრადიციულად ჩრდილოეთი ევროპა გულისხმობს სკანდინავიის ქვეყნებს (ფართო გაგებით): ნორვეგია, შვეცია, ფინეთი, დანია, ისლანდია. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ მათ რიცხვს მიემატა ბალტიის 3 ქვეყანა: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა. ეს არის ამ ტერმინის პოლიტიკური მნიშვნელობა.
წმინდა გეოგრაფიული თვალსაზრისით, ჩრდილოეთი ევროპა გაცილებით დიდი არეა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას ალპების ჩრდილოეთით. ამ მოსაზრების გათვალისწინებით, ჩრდილოეთ ევროპაში, გარდა ზემოხსენებული ქვეყნებისა, შედის:
- ბრიტანეთის კუნძულები - დიდი ბრიტანეთი, ირლანდია.
- ბენილუქსის ქვეყნები - ბელგია, ნიდერლანდი, ლუქსემბურგი.
- საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილი.
- გერმანია.
- პოლონეთი - ნაწილობრივ.
- რუსეთის ევროპული ნაწილის უდიდესი ნაწილი.
შენიშვნა: ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნები რუკაზე მონიშნულია იისფერით.
[რედაქტირება] ევროპის სხვა რეგიონები
მსოფლიოს რეგიონები | |||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
|
||||||||||||||||||||||||
|