კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მეცნიერების პორტალში
მეცნიერება ადამიანის საქმიანობის სფეროა, რომლის ფუნქცია გარემომცველი სამყაროს შესახებ ობიექტური ცოდნის მიღება, დამუშავება და სისტემატიზაციაა. ამ პროცესში გამოიყენება გარკვეული სამეცნიერო მეთოდი, რომლის ობიექტია ბუნება, საზოგადოება, აბსტრაქტული ან სხვა ურთიერთობები. ეს ამავე დროს არის საზოგადოებრივი ცნობიერების ერთ–ერთი ფორმა, რომელიც გულისხმობს საქმიანობას ახალი ცოდნის შეძენის, ბუნების კანონების დადგენის, აგრეთვე მათი შედეგების გააზრების მიმართულებით, რაც სამყაროს მეცნიერული სურათის საფუძველია. (...სრულად)
კვანტური მექანიკა (ტალღური მექანიკა) – ისეთი ფიზიკური სისტემების აღწერის მეთოდი-თეორია, რომელთა ქმედების განზომილების მქონე მახასიათებელი სიდიდეები პლანკის მუდმივის რიგისაა. როგორც წესი, ამ პირობას მიკრონაწილაკების (მოლეკულების, ატომების, ატომბირთების, ელექტრონების, ნუკლონების და ა. შ.) მოძრაობა აკმაყოფილებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სპეციფიური კვანტური თვისებები მაკროსკოპულ სისტემებსაც გააჩნია.
კვანტური მექანიკა ცნებათა სისტემის და მისი ადეკვატური მათემატიკური აპარატის სინთეზია, რომელიც აუცილებელია და საკმარისი შესაბამისი ფიზიკური სისტემების და მათი მოძრაობის დამახასიათებელი ყველა დამზერადი სიდიდის აღწერისათვის. კვანტური მექანიკის კანონები ნივთიერების აგებულების შესახებ მეცნიერებათა ქვაკუთხედს წარმოადგენენ. ამ კანონებით აიხსნა ატომების და ატომბირთვების აგებულება, გაირკვა ქიმიური ბმის ბუნება, გასაგები გახდა, თუ რა კანონზომიერება განსაზღვრავს ელემენტთა პერიოდული სისტემაში ელემენტების განლაგებას. კვანტურმა მექანიკამ კლასიკური სტატისტიკური ფიზიკის პარადოქსები ახსნა. კვანტური მექანიკა ასტროფიზიკის მძლავრი იარაღია. კვანტური მექანიკის კანონები განსაზღვრავს ვარსკვლავებში თერმობირთვული რეაქციების მსვლელობას, ხსნის ნეიტრონული ვარსკვლავების წარმოშობის და მომდევნო ევოლუციის პროცესებს, და ა. შ. XX საუკუნის უდიდესი ტექნიკური მიღწევები კვანტურ ეფექტებზეა დაფუძნებული. კვანტური მექანიკის კანონების აღმოჩენამ მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუცია განაპირობა. (...სრულად).
...სწორი ჰეპტადეკაგონის (17-კუთხა მრავალკუთხედი, სურათზე) აგება ფარგლითა და სახაზავით შეიძლება და ეს პირველად კარლ გაუსმა მოახერხა 1796 წელს.
...ტოპოლოგიურად ფინჯანს, გირსა და "ბუბლიკს" ერთიდაიგივე გეომეტრიულ ფიგურებად მიიჩნევენ.
...ნობელის პრემიის გარდა არსებობს ასევე იგ-ნობელის პრემია, ის ყოველწლიურად ადრე შემოდგომაზე ჰარვარდში მიენიჭება ისეთ ათ მიღწევას მეცნიერებაში, რომლებიც "ჯერ გვაცინებს, შემდეგ კი გვაფიქრებს".
...ჟურნალ "Scientific American"-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად ადამიანის გენიალური მიღწევები მის დაუღალავ შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული და არა დაბადებით მინიჭებულ ნიჭზე.
... ე. წ. ათი წლის წესით ნებისმიერი პროფესიის დასაუფლებლად 10 წლის დაუღალავი შრომაა საჭირო.
...მზის სისტემის მეათე პლანეტა (პირობითი სახელით 2003 UB313) მხოლოდ 2005 წელს აღმოაჩინეს და მეცნიერები ვერ შეთანხმდნენ პროზერფინა შეაქვან თუ პერსეფონი. ორივე სახელი ბერძნულ-რომაული მითოლოგიით პლუტონის (ჰადესი) მიწისქვეშეთში გამომწყვდეულ ცოლს ერქვა.
სოკრატეს დახასიათება ისტორიული გაურკვევლობის ნათელი ილუსტრაციაა. თუ სოკრატეს ოდესმე ერთი სიტყვა მაინც დაუწერია, ჩვენამდე მას არ მოუღწევია. მაშასადამე, სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ისეთ მეორად წყაროებს ეყრდნობა, როგორიცაა პლატონის, არისტოტელეს, არისტოფანესა და ქსენოფონტის ნაშრომები. არისტოფანე ცნობილი იყო, როგორც სატირიკოსი, და ამგვარად სოკრატეს მისეული დახასიათება გაზვიადებული, გადაჭარბებული ან სრულიად ფალსიფიცირებული შეიძლება იყოს.
დასავლეთის ფილოსოფიურ აზროვნებაში სოკრატეს უმნიშვნელოვანესი შენატანი გამოკითხვის მისეული დიალოგიკური მეთოდია, ცნობილი, როგორც სოკრატესეული მეთოდი, რომელსაც იგი იყენებდა ისეთი მთავარი მორალური კონცეფციების შეფასებისას, როგორიცაა "კარგი" და "სამართალი", ცნებები, რომელიც ხშირად გამოიყენება რაიმე ნამდვილი განსაზღვრების გარეშე. მეთოდი პირველად აღწერილი იყო პლატონის მიერ "სოკრატესეულ დიალოგებში". ამის გამო, სოკრატეს მიიჩნევენ პოლიტიკური ფილოსოფიისა და ეთიკის, ანუ მორალური ფილოსოფიის მამად, უფრო მეტიც, საერთოდ დასავლური ფილოსოფიის მთავარი თემების ფუძემდებლად. (...სრულად)
სოლვეის კონფერენციაკვანტურ მექანიკაში ტარდება ყოველ სამ წელიწადში და ეძღვნება უმნიშვნელოვანეს მიმდინარე ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. 1927 წლის კონფერენციას (მონაწილეები იხ. სურათზე) ესწრებოდა 17 ნობელის პრემიის ლაურეატი და მან დასაბამი მისცა ბორ-აინშტაინის დებატებს, სადაც ალბერტ აინშტაინმა ეჭვქვეშ დააყენა კვანტური მექანიკის სტანდარტული ანუ კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია.