ვიკიპედიიდან
7 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 127-ე დღე (ნაკიან წლებში - 128-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 238 დღე.
- 1516 : ჩრდილოეთ ამერიკაში დაწესდა ინკვიზიცია.
- 1682 : რუსეთის მეფედ არჩეულ იქნა პეტრე I.
- 1755 : ოფიციალურად გაიხსნა მოსკოვის უნივერსიტეტი.
- 1875 : გაფორმდა რუსეთ-იაპონიის ხელშეკრულება ტერიტორიების გაცვლის შესახებ - იაპონიას გადაეცა კურილიის კუნძულები კუნძულ სახალინზე პრეტენზიების უარყოფის სანაცვლოდ.
- 1920 : გაფორმდა საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება.
- 1954 : საფრანგეთის ჯარებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს ვიეტნამში.
- 1946 : დაარსდა ელექტროტექნიკური კომპანია “სონი”.
- 1960 : სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ლ.ბრეჟნევი.
- 2000 : გაიმართა რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ვ.პუტინის ინაუგურაცია.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- ძ.წ. 399 : სოკრატე - ბერძენი ფილოსოფოსი (დ. ძ.წ. 470)
- 1014 : ბაგრატ III - გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე
- 1682 : ფეოდორ ალექსის ძე - რუსეთის მეფე.
- 1890 : ნეიზმითი, ჯეიმზ - ინგლისელი ინჟინერი.
- 1970 : სუძუკი მოსაბურო - იაპონიის სოციალისტური-დემოკრატიული მოძრაობის მოღვაწე.
სხვა თვეები