მისტრალი, ფრედერიკ
ვიკიპედიიდან
ფრედერიკ მისტრალი (* 8 სექტემბერი, 1830, მეიანი, ბუშ-დიურონის დეპარტი ― † 25 მარტი, 1914, იქვე), ფრანგი პოეტი, თხზულებებს უმეტესად ოქსიტანურ (პროვანსულ) ენაზე წერდა. ნობელის პრემიის ლაურეატი (1904). ფელიბრების წრის ერთ-ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო, რედაქტორობდა მის ალმანახს. პირველი ლექსები 1852 გამოაქვეყნა პროვანსულ ანთოლოგიაში "პროვანსელები".