მურვან II იბნ მუჰამედი
ვიკიპედიიდან
მურვან იბნ მუჰამედ იბნ მურვანი ან მურვან II, მეტსახელად მურვან-ყრუ (688-750) (არაბ.: مروان بن محمد بن مروان بن الحكم) — ხალიფა ომაიანთა დინასტიისა, მმართველობდა 744-750 წლებში, მოკვლამდე. ბოლო ომაიანთა მმართველი, რომელიც დამასკოდან მართავდა ქვეყანას.
მურვანი სახალიფოს მმართველი ხდება მისი ბიძაშვილის ტახტიდან ჩამოგდებისა და ქვეყნიდან გაძევების შემდეგ. ხალიფობამდე მურვანი აზერბაიჯანის მმართველი იყო. ამ პოსტზე მისი მთავარი წარმატება ხაზარებთან ბრძოლაში გამარჯვება იყო, თუმცა გამარჯვება საკმაოდ ძვირი დაჯდა დანაკარგების გამო და მოანპოვრის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდა.
მისი ხალიფად გახდომის პერიოდში იმპერია დაშლის პირას იყოს მისული. ანტი-უმაიადთა კოალიცია ძლიერდებოდა, განსაკუთრებით ირანსა და ერაყში. შესაბამისად, მურვანის მთელი ძალისხმევა ომაიანთა იმპერიის შენარჩუნება იყო. თუმცა ამის მოხერხება შეუძლებელი აღმოჩნდა. ადრეული გამარჯვებების მიუხედავად ის საბოლოოდ მტკივნეულ დამარცხებას განიცდის აბუ ალ-აბას ალ-საფაჰთან მდ. ზაბთან ბრძოლაში. მხოლოდ ამ ბრძოლაში ომაიანთა ოჯახის 300-ზე მეტი წევრი მოკლეს. ამის შემდეგ მურვანი გამუდმებით თავშესაფრის ძიებაში იყო. თავის გადასარჩენად ეგვიპტეს გაემართა, თუმცა ნილოსთან დაიჭირეს და მოკლეს. მისი გარდაცვალების შემდეგ აბასიანებმა ომაიანთა დინასტიაც ერთიანად ამოწყვიტეს. დინასტიიდან მხოლოდ ერთი მემკვიდრე მეფისწული აბდ არ-რაჰმანი გადარჩა, რომელმათ თავი ესპანეთს შეაფარა.