პუშტუ
ვიკიპედიიდან
პუშტუ, იგივე ავღანური ენა, ავღანეთში მცხოვრები პუშტუნების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ირანულ ჯგუფს. იგი ავღანეთის ერთ-ერთი ოფიციალური და ლიტერატურული ენაა, გავრცელებულია აგრეთვე პაკისტანის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში.
სექციების სია |
[რედაქტირება] ზოგადი ცნობები
- მოლაპარაკეთა რაოდენობა: >20 მლნ
- ენის კოდი: ps
- სახელწოდება: ps, en - Pashto; eo - Pashtua
- დამწერლობა: არაბული
პირველი წერილობითი ძეგლები XIII ს-ს მიეკუთვნება (ზოგიერთი ტექსტები, მაგალითად კრორის ლექსები, შეიძლება უფრო ძველიც იყოს. პუშტუ იყენებს არაბულ-სპარსულ დამწერლობას. ენაში გამოიყოფა ორი ძირითადი დიალექტური ჯგუფი: სამხრეთდასავლური ანუ ყანდაარის და ჩრდილოაღმოსავლური ან ფეშავარის.
[რედაქტირება] სტატუსი
ოფიციალური ენა:
- ავღანეთი - დარისთან ერთად.
გავრცელების არეალი:
[რედაქტირება] გრამატიკა
…
[რედაქტირება] ლექსიკა
პუშტუს ლექსიკაში ბევრია სპარსული ენიდან შესული სიტყვები, ასევე არაბული, ინდური, თურქული, მონგოლური, დასავლეთევროპული.
ფრაზები და სიტყვები
- გამარჯობა - Senga yai; Assalam u alaikum
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Pe kher ragle
- გმადლობთ - Tashakkur
- კი / არა - Hoo; Baleh; Wo / Na; Nakhayr
- გეთაყვა - Lutfan; Meher bani
- ნახვამდის - De kuday pa aman; Paamaha dekha
რიცხვები
- 1 - yau, 2 - dwa, 3 - dre, 4 - shala: r, 5 - pinz'a, 6 - shpag, 7 - uwa,, 8 - ata, 9 - neha, 10 - las