რასტაფარი
ვიკიპედიიდან
რასტაფარი (ინგლ. Rastafari) არის 1930-იან წლებში, იამაიკაში წარმოშობილი და დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული რელიგია. მის წარმოშობას საფუძვლად უდევს მარკუს გარვეის (1887-1940) წინასწარმეტყველება. მან 1927 წელს იწინასწარმეტყველა, რომ აფრიკაში მოხდებოდა დიდი მეფის აღზევება. 1930 წელს ჰაილე სელასიეს მეფედ კურთხევა აღიქმა, როგორც მის ახდენად.
რასტაფარის მიმდევრებს მამაკაცს მოუხსენიებენ, როგორც რასტამანს (Rastaman), ბრედრენს (Bredren) ან იდრენს (Idren), რაც ქართულად ძმას ნიშნავს, ხოლო მანდილოსნებს კი, როგორც რასტასისტერს (Rasta Sister), სისტარს (Sister) იგივე "დას", დაუგთერ (Daughter) ან იავატა (Iawata), რაც ქართულად ქალიშვილს ნიშნავს.
[რედაქტირება] სახელის წარმოშობა
სახელწოდება წარმოიშვა ჰაილე სელასიეს ნამდვილი სახელიდან, კერძოდ რას ტაფარი მაკონენ-იდან (Ras Tafari Makonnen).
თავის მეფედ კურთხევის სახელების "ღვთის რჩეული" და "Siegreicher Löwe von Juda" გამო, ის ითვლება რასტაფარისათვის, როგორც ბიბლიაში უკვე აღთქმულ ქრისტეს მეორდ მოსვლად. რასტა, როგორც უმრავლესი ქრისტიანული რელიგიები, დარწმუნებული არის ქრისტეს ღვთაებრიობაში, როგორც სელასიეშიც.
მრავალ რელიგიებისაგან განსხვავებით აღარ ელოდებიან მესეას ხელმეორედ გამოჩენას, რომელმაც აღსასრული უნდა გვამცნოს, არამედ ჰაილეს მეფედ კურთხევით აღსრულებულად ითვლება. ქრისტიანობის მიხედვით, ღმერთი 3-ჯერ უნდა გამოცხადებოდა კაცობრიობას.პირველად malchisedch-ეს სახით, მეორედ ქრისტეს და მესამედ კი ჰაილეს სახით.
[რედაქტირება] რასტაფარის ფერები
რასტაფარის ფერებად ითვლებიან წითელი, ოქროსფერი (ყვითელი) და მწვანე, რომელიც ამავრდოულად ეთიოპიის დროშის ფერებიცაა.
ამ ფერებს რასტაფარისთვის გააჩნია შემდეგი სიმბოლური დატვირთვა, კერძოდ :
წითელი - სისხლის, რომლელიც მონების დახოცვისას დაიღვარა, ასევე მონებად წაყვანის.
ოქროსფერი - სიმდიდრის, რომლელიც მონებს (Sufferahs, ”წამებული”) წაართვეს.
მწვანე - ქებულ ქვეყანა ეთიოპიის, რომელიც თავის ”დაკარგულ შვილების” დაბრუნებას ელოდება.