ჰაილე სელასიე I
ვიკიპედიიდან
ჰაილე სელასიე I (* 23 ივლისი. 1892, იჯერსო, ჰარარის პროვინცია ― † 27 აგვისტო. 1975, ადის-აბება), ეთიოპიის იმპერატორი 1930-1974. დაიბადა სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. იმპერატორ ქალის ზაუდიტუს დროს 1916, გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1923 მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ ერთა ლიგაში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1974 წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციის გადატრიალების შედეგად.