საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია
ვიკიპედიიდან
საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე კონსტიტუციის ოთხი ვერსია იქნა მიღებული:
-
- 1918 წლის საბჭოთა კონსტიტუცია
- 1924 წლის საბჭოთა კონსტიტუცია
- 1936 წლის საბჭოთა კონსტიტუცია
- 1977 წლის საბჭოთა კონსტიტუცია
ამ ოთხ კონსტიტუციას საერთო ზოგადი დებულებები ჰქონდა. ამ დებულებებში აღწერილი იყო მუშათა კლასის თეორიული ხელშეუხებლობა და სსრკ-ის კომპარტიის წამყვანი როლი მთავრობასა და საზოგადოებაში. ყველა ვერსიაში ხაზგასმული იყო სოციალისტური საკუთრების ფორმის პრინციპები. ყოველი კონსტიტუცია ემყარებოდა საბჭოების სისტემას მთავრობის ფუნქციონირებაში.