საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ვიკიპედიიდან
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საქმიანობა დაიწყო როგორც პროფესიონალ იურისტთა გაერთიანებამ, რომელმაც მიზნად დაისახა იურისტის პროფესიის გარშემო არსებული უარყოფითი სტერეოტიპის შეცვლა და საკუთარი პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობისა და საქმიანობის მაგალითზე იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მხარდაჭერა.
საია დაფუძნდა 1994 წლის 9 სექტემბერს, ოფიციალურად კი რეგისტრაცია გაიარა 1994 წლის 21 სექტემბერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ (კავშირმა). საია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას. დღესდღეობით საია 600-მდე წევრს აერთიანებს.
წლების განმავლობაში საია შემდეგი მთავარი მიმრთულებებით ახორციელებდა საქმიანობას:
უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარება, იურიდიული სწავლება და სამოქალაქო განათლება, საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა, უფლებადარღვეულ მოქალაქეთა სასამართლო წარმომადგენლობა და სტრატეგიული სამართალწარმოება იურისტთა პროფესიული დაოსტატება სამოქალაქო საზოგადოების განვითარება ინფორმაციის თავისუფლებისა და გამჭვირვალეობის ხელშეწყობა საია საქმინობას ახორციელებს თბილისსა და შვიდ რეგიონში:
ორგანიზაციის თავმჯდომარეეები:
- დავით უსუფაშვილი (1994-1996);
- გია გეწაძე (1997-1998);
- ნინო გვენეტაძე(1998-1999);
- თინათინ ხიდაშელი (1999-2001, 2003-2004);
- ზაზა რუხაძე(2001-2003);
- ანა დოლიძე (2004-2006);
- გიორგი ჩხეიძე (2006-დან).
თავმჯდომარის მოადგილეები:
- გია გეწაძე (1995-1996);
- გიგლა აგულაშვილი (1997–1998);
- ზურაბ ბურდული (1998-1999);
- ზვიად კორძაძე (1999-2000);
- კოტე კუბლაშვილი (2000-2001);
- ზურაბ მარაქველიძე (2001-2002);
- თამარ ქალდანი (2002-2003);
- ანა დოლიძე (2003-2004);
- გიორგი ჩხეიძე (2004-2005);
- გია ზედელაშვილი (2005-2006);
- ლალი ჩხეტია (2006-დან).
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიზნებია:
- იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება;
- იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება;
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
- საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება;
- სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი *სამართლებრივი ბაზის შექმნა.
ასოციაციის მთავარი მისიაა:
"კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის!"