ხოჯა, ენვერ
ვიკიპედიიდან
ენვერ ხოჯა (ალბ. Enver Hoxha), *16 ოქტომბერი 1908 — †11 აპრილი 1985) — ალბანეთის შრომის პარტიის პირველი მდივანი 1941—1985 წწ., ალბანეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1944—1954 წწ. და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1946—1953 წწ. ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდში, რომელიც ხასიათდებოდა ევროპისგან იზოლაციით და სტალინიზმისადმი მიდრეკილებით, ალბანეთი ნახევრადფეოდალური სახელმწიფოსგან გარდაიქმნა აგრარულ–ინდუსტრიალურ ქვეყნად.