ჰარისონი, ბენჯამინ
ვიკიპედიიდან
ჰარისონი, ბენჯამინ (ინგლ. Benjamin Harrison) (* 20 აგვისტო, 1833, ნორთ-ბენდი, ოჰაიოს შტატი ― †13 მარტი, 1901, ინდიანაპოლისი, ინდიანის შტატი), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე. განათლებით იურისტი. უილიამ ჰენრი ჰარისონის შვილიშვილი. აშშ-ის 23-ე პრეზიდენტი 1889-1893 წლებში. იცავდა სამრეწველო-ფინანსურ ოლიგარქისს ინტერესებს. მონაწილეობდა 1861-1865 სამოქალაქო ომში. 1865 ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭეს. 1881-1887 აშშ-ის სენატორი იყო რესპუბლიკური პარტიიდან. გამოდიოდა ლოზუნგით "ამერიკა ამერიკელებისათვის". შემდეგ ლექციებს კითხულობდა სტენფორდის უნივერსიტეტში და მონაწილეობას იღებდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვეყნებდა ნაშრომებს.