ჰარისონი, უილიამ ჰენრი
ვიკიპედიიდან
ჰარისონი, ჰერისონი უილიამ ჰენრი (* 9 თებერვალი, 1773, ბერკლი ― †4 აპრილი, 1841, ვაშინგტონი), აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, 1841 აშშ-ის მე-9 პრეზიდენტი; სწავლობდა ჰემპდენისა და სიდნეის კოლეჯში, შემდეგ გაიარა სამედიცინო კურსი. მონაწილეობდა ინგლისელებისა და ინდიელების წინააღმდეგ ბრძოლებში. 1812 წელს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს. წარმომადგენელთა პალატის წევრი 1816-1819, სენატორი - 1825-1829. გაატარა კანონი სახელმწიფო მიწების მცირე ნაკვეთებად გაყიდვის შესახებ, რამაც დიდად შეუწყო ხელი დასავლეთის შტატების უკეთ ათვისებას. პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებიდან 1 თვეში გარდაიცვალა.