არგენტინა
ვიკიპედიიდან
არგენტინა |
|
არგენტინის დროშა |
არგენტინის გერბი |
ფართობი: 2 766 890 კმ² |
|
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: არგენტინის რესპუბლიკა.
- ესპანური: República Argentina.
- ეტიმოლოგია: 1526 წელს იტალიელი მოგზაური კაბოტო იკვლევდა მდინარე პარანის შესართავს. მისი აზრით, ეს მდინარე ვერცხლით მდიდარი რაიონიდან მოედინებოდა. ამიტომ მას უწოდა Río de la Plata (ესპანურად rio - „მდინარე“; plata - „ვერცხლი“), ხოლო მიმდებარე რეგიონს La Plata. შემდეგში ეს სახელი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, მაგრამ ახლა ლათინური ფორმით: argentum - „ვერცხლი“.
- ქვეყნის კოდი: AR.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, გადაჭიმულია 4000 კმ-ზე სუბტროპიკული ჩრდილოეთიდან სუბარქტიკულ სამხრეთამდე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ბრაზილია, ურუგვაი, პარაგვაი, ბოლივია, ჩილე. ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულები სადავოა დიდ ბრიტანეთთან.
- ფართობი: 2.766.890 კვ.კმ.
- ბუნება: აქ არის ანდების მთიანი ქედის ნაწილი, რომლის უმაღლესი მწვერვალია აკონკაგუა 6,959 მ; გეოგრაფიული რაიონები: პამპა - ვრცელი ნაყოფიერი დაბლობი; ჩაკო - ჩრდილოეთის ცხელი რეგიონი; მესოპოტამია - დაბლობი მდინარეებს პარანასა და ურუგვაის შორის; ანდების ზეგანი; პატაგონია - ნახევრად ყამირი მაღლობი. უდიდესი მდინარეები (კმ) - რიო სალადო დელ ნორტე 2.000, რიო პარანა 1.800 (სულ 4.700), ბერმეხო-დესაგუადერო-სალადო 1.200, ურუგვაი 1.100, ბერმეხო-ტეუკო 1.000; უდიდესი ტბები (კვ.კმ) - არგენტინა 1.415, ვიედმა 1.088, ხენერალ კარერა 881 (სულ 2.240); უდიდესი კუნძულები (კვ.კმ) - დიდი ცეცხლოვანი მიწა 21.051 (სულ 47.000), ლოს-ესტადოსი 520; კლიმატი - ტროპიკული, ზომიერი.
- ბუნებრივი რესურსები: პამპასის ნაყოფიერი ველები, ტყვია, თუთია, კალა, სპილენძი, რკინის მადანი, მანგანუმი, ნავთობი, ურანი; აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და ჰიდროენერგიის უზარმაზარი მარაგი.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა: ფედერაციული რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ნესტორ კირხნერი (Nestor KIRCHNER, 2003).
- საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი ეროვნული კონგრესი (სენატი 72 წევრი, დეპუტატთა პალატა - 257 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 22 პროვინცია (provincia), ფედერალური დედაქალაქი (distrito federal), ეროვნული ტერიტორია “ცეცხლოვანი მიწა”.
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა: 36,993 ათასი (2003), მათ შორის 84,2% არგენტინელები (უმრავლესობა ესპანური და იტალიური წარმოშობისაა), 4,3% იტალიელები, 30 ათასი ამერიკელი ინდიელები.
- ენები: ესპანური, ინგლისური, იტალიური, გერმანული, ფრანგული.
- რელიგია: კათოლიციზმი.
- ქალაქები (ათ.) : ბუენოს-აირესი (12.100; აგლომ. 13.100), კორდოვა (1.486; აგლომ. 1.560), როსარიო (1.276; აგლომ. 1.373), მენდოსა (988), ლა-პლატა (838), ტუკუმანი (814), მარ-დელ-პლატა (684).
[რედაქტირება] ეკონომიკა
არგენტინა მდიდარია რესურსებით, მაღალკვალიფიციური კადრებით, მაგრამ ეკონომიკა ხასიათდება პერიოდული აღმასვლებით და ვარდნებით. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი ქვეყანას 2001 წელს ჰქონდა, რომელმაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოაქცია.
- ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 319 მლრდ $ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 8.950 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 35, მომსახურება 58.
- ბიუჯეტი: 44,000 მლნ $.
- ვალუტა: არგენტინული პესო (ARS).
[რედაქტირება] ისტორია
- XX ს.: 1916 წელს მოიპოვა დამოუკიდებლობა ესპანეთისაგან. ხუან პერონი იყო ქვეყნის პრეზიდენტი 1946-55 და 1973-74 წლებში. 1976 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება. 1982 წელს დიდ ბრიტანეთთან ჩაება საომარ მოქმედებებში ფოლკლენდის კუნძულების გამო, რომლის შემდეგაც გენერალი გალტიერი თანამდებობიდან გადადგა. 1990 წელს აღდგენილ იქნა დიპლომატიური ურთიერთობა ბრიტანეთთან.
- XXI ს.: 2003 წელს გაუქმებულ იქნა კანონი, რომელიც სამართლებრივი დევნისაგან ათავისუფლებდა მმართველი ხუნტის ყოფილ მონაწილეებს.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
არგენტინელებმა მსოფლიოს მისცა ტანგო. ისინი ითვლებიან ფეხბურთის დიდოსტატებად. მათი სიყვარული ცხენებისადმი გამოიხატა „გაუჩოში“, როგორც მარტოხელა, მაგრამ დამოუკიდებელი მწყემსის არგენტინულ პერსონაჟში.
- ბუენოს აირესი - კოლონიური პერიოდის არქიტექტურა, სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სამხატვრო გალერეა;
- სალტა - ესპანური მმართველობის ძველი ქალაქი;
- იგუასუს და ლოს გლასიარეს ეროვნული პარკები.
[რედაქტირება] ცნობილი არგენტინელები
- მწერლები - ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი;
- მომღერლები - ლოლიტა ტორესი;
- სპორტსმენები - დიეგო მარადონა, ხუან მანუელ ფანხიო, გაბრიელა საბატინი, გაბრიელ ბატისტუტა, გილერმო ვილასი, კარლოს მონსონი;
- პოლიტიკოსები - ჩე გევარა, ხუან პერონი, ისაბელ პერონი, ედუარდო დუალდე, ხორხე ვიდელა, კარლოს მენემი.