ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
დიდი კატები - ვიკიპედია

დიდი კატები

ვიკიპედიიდან

დიდი კატები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
ქვეოჯახი: დიდი კატები
ლათინური სახელი
Pantherinae

დიდი კატები ცხოველთა სამყაროს ყველაზე სწრაფი და სასტიკი წარმომადგენლები არიან. ნადირობისას მათი ძირითადი უპირატესობა სისწრაფეა.

დიდი კატების 6 სახეობა არსებობს. ამათგან ლომი, იაგუარი, ვეფხვი, ლეოპარდი (ჯიქი) და თეთრი ლეოპარდი პანტერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან, ხოლო გეპარდი (ავაზა) განსხვავებული ჯგუფისაა. დიდი კატების ოჯახს ხშირად ე.წ. ხალებიან ლეოპარდსაც მიაკუთვნებენ, თუმცა იგი არ ენათესავება ამ ოჯახის არცერთ წარმომადგენელს. დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.

დედამიწაზე კატები 25 მილიონი წელიწადზე მეტხანს ბინადრობენ. ყველაზე უძველესი და ცნობილი კატის სახეობა იყო ე.წ. ხმალკბილა ვეფხვი, რომლის ეშვები 20 სანტიმეტრს აღწევდა. ამ მტაცებლის ძირითადი უპირატესობა — ბასრი კბილები, მას საშვალებას აძლევდა უდიდეს ცხოველებზე ენადირა.

დიდი კატები ერთმანეთისაგან სხვადასხვა თვისებებით განსხვავდებიან. მაგალითად, ლომების, ვეფხვებისა და ლეოპარდებისათვის დამახასიათებელია ღრიალი, ხოლო იაგუარებს, თეთრ ლეოპარდებს და გეპარდებს ეს თვისება არ ახასიათებთ. დიდი კატების უმრავლესობა საკვებს მწოლიარე მდგომარეობაში მიირთმევს, გამონაკლისს წარმოადგენს თეთი ლეოპარდი, რომელიც სადილისას მხოლოდ თავს ხრის. ყველა დიდ კატას, გეპარდის გარდა, აქვს ჩამალული ბრჭყალები.

დიდი კატები მტაცებელი მხეცები არიან, ამიტომ ნადირობა მათი გადარჩენის ერთადერთი პირობაა. ისინი მსხვერპლს უმთავრესად უსაფრდებიან ან ეპარებიან, შემდეგ კი თავს ესხმიან. მას შემდეგ რაც კატა ნადავლს დაიჭერს, ყბაში იგდებს და ამტვრევს კისერს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ახრჩობს. დიდი კატების უმრავლესობა მარტო ნადირობს, გამონალსისს ლომები წარმოადგენენ: ისინი ჯგუფებად ნადირობენ, ერთი ან ორი ლომი მისდევს არჩეულ მსხვერპლს და მოტყუებით მიყავს იმ ადგილამდე, სადაც ლომთა ჯგუფია ჩასაფრებული. ჯგუფური ნადირომა მეტად წარმატებული სტრატეგიაა.

სექციების სია

[რედაქტირება] უდიდესი კატა

ვეფხვი ემზადება ნახტომში ჩიტის დასაჭერად
ვეფხვი ემზადება ნახტომში ჩიტის დასაჭერად

კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი არის ვეფხვი. ვეფხვის რამდენიმე ქვესახეობა არსებობს და თითოეული მათგანი, თავის მხრივ, ძალიან საშიშია. ყველაზე დიდ ვეფხვად ითვლება ციმბირული ვეფხვი, რომლის წონა 300 კილოგრამამდე აღწევს. იგი ბინადრობს რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, სადაც ძალიან ცივი კლიმატია, ამიტომ მას კანქვეშ ცხიმის სპეციალური ფენა აქვს, რომელიც იცავს ვეფხვს ზამთრის სუსხისაგან. რუსეთის უკიდურეს ჩრდილეოთში, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძალიან ცოტა საკვები მოიპოვება, ამიტომ ვეფხვს მის მოსაძიებლად დიდი მანძილის გავლა უწევს. ციმბირული ვეფხვის განსაკუთრებულად სქელი ბეწვის საფარი მოწითალო-მოყვითალო ფერისაა და ოდნავ უფრო ღია, ვიდრე სხვა ვეფვვებისა; ამასთნავე მასში ჭარბობს თეთრი ფერი, რაც ეხმარება ვეფხვს, როდესაც იგი თოვლში ჩასაფრებას ცდილობს.

თეთრი ვეფხვები სინგაპურის ზოოპარკიდან
თეთრი ვეფხვები სინგაპურის ზოოპარკიდან

ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ვეფხვის სახეობაა ინდური, ანუ ბენგალური ვეფხვი. ხვადი ვეფხვები ხშირ შემთხვევაში მარტო ბინადრობენ, ძუ ვეფხვებს კი ურჩევნიათ ხვადებთან, ან სხვა მდედრ ვეფხვებთან ერთად ცხოვრება. ისევე, როგორც სხვა დიდი კატები, ვეფხვებიც თავიანთი კუთვნილი ტერიტორიის საზგვრებს საკუთარი შარდით ნიშნავენ.

ვეფხვები ძალიან ძლიერი მტაცებლები არიან და შეუძლიათ მასზე დიდი ნადირის დამარცხება. მას შემდეგ რაც, ვეფხვი მოკლავს თავის მსხვერპლს, იგი მიათრევს გვამს მიყრუებულ ადგილზე, ძირითადად, წყალთან ახლოს და იქ იკვებება. თუ მსხვერპლი საკმაოდ დიდია, ვეფხვს ის რამდენიმე დღე ეყოფა. ვეფხვი ნანადირევის ნარჩენებს ფოთლებით ფარავს და იცავს მას. ნადირობა ძალიან დამღლელი პროცესია, ამიტომ ვეფხვი დიდ დროს უთმობს დასვენებას. ვეფხვები ღამით ნადირობენ, ისინი იმალებიან მაღალ ბალახში და სიბნელეში უეცრად ესხმიან თავს მსხვერპლს. შებინდებისას და განთიადზე ვეფხვი თავს იწესრიგებს: შინაური კატის მსგავსად, ისინიც ენით ილოკავენ ბეწვს და ასუფთავებენ. თუმცა, შინაური კატისაგან განსხვავებით, ვეფხვებს ძალიან უყვართ წყალი და დიდ დროს უთმობენ მდინარეებსა და ტბებში ცურვას.

თეთრი ვეფხვი დიდი კატების ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია. მას ვხვდებით მხოლოდ ინდოეთში. იგი გამოირჩევა თეთრ ბეწვზე შავი ზოლებით და ცისფერი თვალებით. ბუნებაში არსებობენ აგრეთვე ალბინოსი ვეფხვები — მტაცებლები, რომელთაც არცერთი ფერის პიგმენტი არ გააჩნიათ — მათი ბეწვი წმინდა თეთრი ფერისაა, ხოლო თვალები ვარდისფერი.

[რედაქტირება] შეჯვარება

ვეფხვები წყვილდებიან წელიწადის ნებისმიერ დროს. წყვილი ერთად 3-4 დღეს ატარებს.

[რედაქტირება] ზრდა-განვითარება

ძუ ვეფხვი ერთიდან ექვსამდე ბოკვერს აჩენს, მაგრამ ჩვეულებრივ ერთი ან ორი თუ გადარჩება. დედა თვად ზრდის ბოკვერებს და არ შორდება მათ, დაახლოებით 2 წელიწადს. თავისუფალ პირობებში ვეფხვი 15-20 წელს ცოცხლობს.

[რედაქტირება] დაბადება

ვეფხვის ბოკვერები ბრმები და უსუსურები იბადებიან. ისინი მთლიანად დედაზე დამოკიდებულები არიან.

[რედაქტირება] ადგილსამყოფლის შეცვლა

დედა ვეფხვს ზოგჯერ თავისი ლეკვები ახალ ბუნაგში გადაჰყავს. იგი კისეში ავლებს პირს ლეკვს და სათითაოდ მიჰყავს ისინი ახალ ადგილსამყოფელთან.

[რედაქტირება] პირველი გაკვეთილები

თავიანთ თავზე ზრუნვას ბოკვერებს დედა ასწავლით. ვეფხვის ნაშიერნი სანადიროდ პირველად ექვსი თვისა გადიან

[რედაქტირება] ფარული მონადირეები

[რედაქტირება] ლეოპარდი

ლეოპარდმა თავისი მსხერპლი გარეული ღორი ხეზე აიტანა სხვა მტავებლებისგან დასაცავად
ლეოპარდმა თავისი მსხერპლი გარეული ღორი ხეზე აიტანა სხვა მტავებლებისგან დასაცავად

ლეოპარდი დიდი კატების ყველაზე ფართოდ გავრველებული სახეობაა. მას კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია , როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით.

შავი პანთერა იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგავ
შავი პანთერა იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგავ

ლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობს.

[რედაქტირება] თეთრი ლეოპარდი

თეთრი ლეოპარდი სან-დიეგოს ზოოპარკიდან
თეთრი ლეოპარდი სან-დიეგოს ზოოპარკიდან

ბუნებაში არსებობს ე.წ. თეთრი (თოვლის) ლეოპარდი, რომელიც ბინადრობს 3000-4000 მეტრის სიმაღლის კლდეებზე, განსაკუთრებულად ცივ კლიმატურ პირობებში. ზამთარში იგი ჩამოდის შედარებით დაბალ სიმაგლეზე. თეთრი ლეოპარდი ღამით ნადირობს. მას აგვს გრძელი წინა თათები, მოკლე უკანა თათები და ძლიერი გულმკერდი, რაც მას კლდიდან კლდეზე ხტომის დროს ეხმარება. თეთრ ლეოპარდს ასევე განკასუთრებულად გრძელი კუდი აქვს, რაც წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ე.წ. ლაქებიანი ლეოპარდი თავისი აგებულებით ძალიან წააგავს სხვა დიდ კატებს, ყველაზე მეტად კი ლეოპარდს, თუმცა იგი არ ენათესავება არცერთ მათგანს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ლაქებიანი ლეოპარდი ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია დიდ და მცირე კატებს შორის, ისევე, როგორც ოცელოტი.

[რედაქტირება] ლომი

ხვადი ლომები ფაფარით უფრო დიდები გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან
ხვადი ლომები ფაფარით უფრო დიდები გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან

სხვა დიდი კატებისაგან განსხვავებით, ლომები ცხოვრობენ ოჯახებად, ე.წ. პრაიდებად, რომელიც ითვლის, დაახლოებით, 12 ძუ ლომს და 5-6 ხვად ლომს. ოჯახს მართავს ყველაზე დიდი და ძლიერი ლომი. ხვადი ლომი ბევრად დიდია ძუ ლომზე და, მისგან განსხვავებით, აქვს სქელი და ხშირი ფაფარი. იმის გარდა, რომ ფაფარი ლომს მეტად შთამბეჭდავ იერს აძლევს, იგი ასევე იცავს კისრის ნაწილს მტერთან შეტაკების დროს. მონადირის მოვალეობები ძუ ლომებს აკისრიათ, რადგან ისინი ხვად ლომებწე მეტად სწრაფები არიან. ლომები იკვებებიან, როგორც დიდი ცხოველებით, ასევე თაგვით ან გველით.

ძუ ლომები როგორც წესი აჩენენ 3-4 ბოკვერს, რომელთა აღზრდაზე მთელი ოჯახის ძუ ლომები ზრუნავენ. დაახლოებით, სამი თვის ლომის ბოკვერები ხორცის ჭამას იწყებენ, თუმცა მომდევნო სამითვის განმავლობაში განაგრძობენ ოჯახის წევრის რომელიმე ძუს რძით გამოკვებას.


[რედაქტირება] იაგუარი

იაგუარი რომელიც გადაღებულია ამაზონის მდინარესთან
იაგუარი რომელიც გადაღებულია ამაზონის მდინარესთან

დიდი კატის ყველაზე იშვიათი წარმომადგენელია იაგუარი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. ბეწვის საფარით იგი ძალიან წააგავს ლეოპარდს. ნადირობისას მისი მთავარი უპირატესობა მოთმინებაა. იგი ნადირობს ეულად. იაგუარი იკვებება ტროპიკული ტყეების სხვადასხვა მობინადრეებით. იგი მიირთმევს როგორც ირმის ხორცს ასევე ბაყაყისას. იგი მრისხანედ იცავს თავის კუთვნილ ტერიტორიას სხვა იაგუარებისაგან. იაგუარის ნაკბენი განსაკუთრებით სასტიკია. მისი ზედა და ქვედა ყბის განსაკუთრებული აგებულება საშვალებას აძლევს იაგუარს ჩაკბიჩოს, დაანაკუწოს და დაღეჭოს მეხვერპლი ძვლებიანად. სხვა დიდი კატების მსგავსად იაგუარიც შებინდებისას ნადირობს. მსხვერპლის ძებნაში იგი ასობით მეტრს გადის.

[რედაქტირება] გეპარდი

გეპარდი მიირთმევს მის მიერ მოკლულ ქურციკს
გეპარდი მიირთმევს მის მიერ მოკლულ ქურციკს

გეპარდი ანუ ავაზა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ძუძუმწოვარია. მისი ჩვეულებრივი სირბილის სიჩქარე 80კმ/სთ-ია ხოლო მსხვერპლის დევნისას სისწრაფე 112 კმ/სთ-ში აღწევს, თუმცა გეპარდს ამგვარის სიჩქარის ხანგრძლივად შენარჩუნება არ შეუძლია. გეპარდს აქვს გრძელი, მოხდენილი კიდურები, რომლებიც დიდი ნახტომების გაკეთების საშვალებას აძლევს. გეპარდი მსუბუქი წონისაა და განსაკუთრებულად მოქნილი ხერხემალი აქვს. გეპარდისთვის დამახასიათებელია თავისუფალი მოძრაობა მხრებსა და ბარძაყის ძვლებში. იგი ნახტომში იჭერს მსხვერპლს. დიდი ზომის ნადავლს ავაზა ბრჭყალებით განგმირავს გვერდიდან ან უკნიდან, ხოლო მას შემდეგ რაც მსხვერპლი ძირს ეცემა, იგი ყელში სწვდება, ანაწევრებს გვამს და ერთიანად ხარბად შთანთქავს. როდესაც გეპარდი შეშინებულია, ან უცნობი მამლის მოახლოებას ამჩნევს, თავს ხრის და იღრინება. თუ ამის შემდეგ მტერი თავს არ ანებებს, გეპარდი ბრძოლაზე გადადის და ზოგჯერ სიკვდილამდეც იბრძვის.

ავაზა მხოლოდ თავის ნანადირევს მიირთმევს. ამასთანავე იგი უხმოდ დაუთმობს თავის მსხვერპლ მასზე უფრო დიდი ზომის კატებს.

ლეკვი გეპარდები ძალიან უსუსურნი არიან, რის გამოც ისინი ხშირად სხვა მტაცებლების მსხვერპლი ხდებიან. ხშირად გეპარდის ლეკვებს საფრთხეში საკუთრივ მათი ოჯახის წარმომადგენლები აყენებენ: დაწყვილების პერიოდში მამალი გეპარდი დედალს ტყვეობაში ამყოფებს, რის გამოც ძუ გეპარდს არ აქვს საშვალება გამოკვებოს თვისი ლეკვები. ასეთ შემთხვევაში ლეკვები ხშირად შიმშილით იხოცებიან.

დღეისათვის გეპარდების უმრავლესობა აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზეა თავმოყრილი. ბევრი სხვა დიდი კატის მსგავსად, მათაც გადაშენების საფრთხე ემუქრებათ, ვინაიდან ადამიანები დღესაც ანადგურებენ მას.

[რედაქტირება] მომაკვდავი ჯიში

მოზარდი იაგუარისთვის ბუნებაში არცერთი ცხოველი საფრთხეს არ წარმოადგენს, გარდა გიგანტური ანაკონდისა . იაგუარს საფრთცეს მხოლოდ ადამიანი უქმნის. სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში, სადაც იაგუარი ბინადრობს, ადამიანებს ჩვევიათ დროდადრო მისი დახოცვა, თუმცა უმეტესი ნაწილი დიდი კატების ამ წარმომადგენელს პატივს ცემს და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა იაგუარების რიცხვი მაინც კლებულობს. ამ მტაცებლის ძვირფასი და ულამაზესი ბეწვი მონადირეების ყურადღებას იპყრობს. მართალია, დღეისათვის იაგუარებზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერებობა მაინც ხშირია. ასევე სწრაფი ტემპით ნადგურდება იაგუარის თავშესაფარი ტყიანი ადგილები.

[რედაქტირება] განსხვავებული ხალები

[რედაქტირება] სურათები

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • სამეცნიერო-შემეცნებითი კოლექცია „შემეცნების სამყარო“ №1, გვ. 315.

[რედაქტირება] რესურსი ინტერნეტში


ზოოლოგიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ცხოველებზე.
Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com