ვიკიპედიიდან
|
ჩვენი ქალაქი
|
თბილისი კავკასიის რეგიონის მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სოციალური და კულტურული ცენტრია და ბოლო დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი ხდება გლობალური ენერგომატარებლებისა და სავაჭრო პროექტებისთვის (იხ. ბაქო-თბილისი-ჯეიხანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი). ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
|
რჩეული სტატია
|
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი — საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ–ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ–ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე.
1844 წელს საქართველოში დანიშნულმა კავკასიის მთავარმართებელმა, გრაფმა მიხეილ ვორონცოვმა მრავალ, სხვადასხვა სახის კულტურულ წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. 1845 წელს მან სტავროპოლიდან მოიწვია მსახიობთა დასი იაცენკოს ხელმძღვანელობით, რომელთაც სპეციალური სცენა გამოუყო. ამ მიზნით იაცენკომ მანეჟის შენობა გამოიყენა, რომელიც გადააკეთებინა საოპერო სცენად და შეიქმნა თეატრის დირექცია. დასმა სპექტაკლების გამართვა 1845 წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. წარმოდგენები კვირაში ორჯერ იმართებოდა და უმთავრესად ვოდევილებისა და კომედიებისაგან შედგებოდა. (...სრულად)
|
რჩეული თბილისელი
|
ნინო ანანიაშვილი (28 მარტი, 1963) — ქართველი ბალერინა. ბალეტის შესწავლას 10 წლის ასაკიდან იწყებს, 1973 წელს, თბილისში. 1977 წელს მოსკოვში აგრძელებს მეცადინეობას რაისა სტრუჩკოვასთან. 1980 წელს პირველად სასკოლო დადგმაში კოპელიას როლი შეასრულა. 1981 წელს ბოლშოის ბალეტში შედის როგორც სოლისტი და მოგვიანებით პრიმა ბალერინა ხდება. 1988 წელს ნინო ანანიაშვილი ანდრის ლიეპასთან ერთად პირველი საბჭოთა მოცეკვავე იყო, რომელსაც საშუალება მიეცა ნიუ-იორკ-სიტი ბალეტში გამოსულიყო. 1993 წელს იგი ამერიკის საბალეტო თეატრის მთავარი მოცეკვავე ხდება, ხოლო 1999 წლიდან იგი ჰიუსტონის ბალეტს უერთდება იგივე რანგში. 2004 წლიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მოწვევით ნინო ანანიაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ხელმძღვანელობს.
|
იცოდით, რომ...
|
- ვიკიპედიის მასალებიდან:
|
რჩეული სურათი
|
|
|