მოლდავეთის სსრ
ვიკიპედიიდან
Република Советикэ Сочиалистэ Молдовеняскэ |
|
მოლდავეთის სსრ-ის დროშა |
მოლდავეთის სსრ-ის გერბი |
ფართობი: 33.843 კმ² |
|
მოლდავეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (მოლდ. Република Советикэ Сочиалистэ Молдовеняскэ, რუმ. Republica Sovietică Socialistă Moldovenească, რუს. Молда́вская Сове́тская Социалисти́ческая Респу́блика) – იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მოკავშირე რესპუბლიკა 1940 წლიდან 1991 წლამდე. მასში შედიოდა მოლდავეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის ნახევარი, რომელიც 1940 წლამდე როგორც ავტონომიური რეგიონი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში იყო, ასევე ბესარაბიის უდიდესი ნაწილი, რომელიც 1940 წლიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა და უკრაინისა და მოლდავეთის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის გაიყო.
1991 წლის 27 აგვისტოს მოლდავეთის სსრ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა და ქვეყნის სახელწოდება მოლდოვაზე გადაირქვა.
[რედაქტირება] მოსახლეობა
[რედაქტირება] რუსიფიცირება
მოლდავეთის სსრ-ის მოსახლეობამ, რომელიც მეტწილად რუმინელებისგან შედგებოდა, საბჭოთა პერიოდში ძლიერი რუსიფიცირება განიცადა. ეს მოხერხდა რესპუბლიკაში დაახლ. 600.000 უკრაინელისა და დაახლ. 562.000 რუსის გადმოსახლებით. იმიგრაციის უძლიერი ტალღა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წამოვიდა.
[რედაქტირება] ურთიერთობები რუმინეთთან
საბჭოთა პერიოდში რესპუბლიკის მოსახლეობის დედაენა რუმინული გადაირქვა მოლდავურად, დამწერლობა ლათინურიდან გადავიდა კირილიცაზე. ამით მოსკოვი ცდილობდა მოლდავეთის სსრ-ის რუმინეთთან ურთიერთობების შეზღუდვას. ამ ორ პოლიტიკურ რეგიონზე გაპობილ რუმინელი მოსახლეობისთვის, გახლეჩილი ოჯახების წევრებისთვის ერთმანეთთან მიმოსვლა ნებადართული არ იყო და მათი მიმოწერა მკაცრ ცენზურას ექვემდებარებოდა.
1989-1990 წლებში 45 წლის შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აღდგა.