რუმინეთი
ვიკიპედიიდან
|
|||||
ჰიმნი: Deşteaptă-te, române | |||||
დედაქალაქი | ბუქარესტი |
||||
უდიდესი ქალაქი | ბუქარესტი | ||||
ოფიც. ენები | რუმინული | ||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
-პრეზიდენტი | ტრაიან ბესესკუ | ||||
-პრ.-მინისტრი | კელინ პოპესკუ-ტერიჩეანუ | ||||
ფართობი - საერთო - წყალი (%) |
238,392 კმ² (82-ე) 3% |
||||
მოსახლეობა - 2007 სავ. - 2002 ცენზი - სიმჭიდროვე |
22,276,056 (50-ე) 21,680,974 93 ად/კმ² |
||||
მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2007მიახლ. $256.9 მილიარდი (43-ე) $11,989 (64-ე) |
||||
აგი (2005) | 0.813 (მაღალი) (მე-60) | ||||
ვალუტა | ლეი (RON ) |
||||
დროის სარტყელი | EET (UTC +2სთ.) | ||||
-ზაფხულის დრო | EET (UTC +3სთ.) | ||||
ქვეყნის კოდი | ROU | ||||
ccTLD | .ro1 | ||||
სატელეფონო კოდი | +40 |
||||
1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი. |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: რუმინეთი (ადრე რუმინეთის რესპუბლიკა ერქვა).
- ეროვნული: Romania, ადრე Republica Romania.
- ეტიმოლოგია: სახელი წარმოსდგება რომისაგან, რომის იმპერიისაგან.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. მისი მოსაზღვრე სახელმწიფოებია: უნგრეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბულგარეთი, სერბია და მონტენეგრო. ფართობი - 238.319 კვ.კმ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ.
- მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
- საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (140+345 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა : 41 ოლქი (judet) და 1 მუნიციპალიტეტი (municipiu).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 22.271 ათასი (2003), მათ შორის რუმინელები 89,5%, უნგრელები 6,6%, ბოშები 2,5%.
- სახელმწიფო ენა : რუმინული. გავრცელებული ენები : უნგრული, გერმანული.
- რელიგია - ქრისტიანობა.
- დედაქალაქი - ბუქარესტი (1.906 ათასი).
- ქალაქები - ბრაშოვი (282), კონსტანცა (309), ტიმიშოარა (316), იასი (320), კლუჟ-ნაპოკა (316), კრაიოვა (301), გალაცი (297).
[რედაქტირება] ეკონომიკა
- რესურსები - ნავთი (მცირე მარაგი), საშენი ხე-ტყე, ბუნებრივი აირი, ქვანახშირი, რკინის მადანი, მარილი, სასოფლო-სამეურნეო მიწები, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი - ნავთობპროდუქტები, ცემენტი, ქიმიური წარმოების მოწყობილობანი.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1.850 $.
- ვალუტა - ლეი (ROL).
[რედაქტირება] ისტორია
40-იანი წლებიდან რუმინეთს კომუნისტური ხელისუფლება მართავდა. 60-იან წლებში დაიწყო მოძრაობა სსრ კავშირის გავლენის სფეროდან გამოსვლისათვის. 1989 წლის სახალხო აჯანყების შედეგად ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური ხელისუფლება დამხობილ იქნა. 1990 და 1992 წელს ჩატარდა პირველი დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ხელისუფლებაში ისევ ყოფილი კომუნისტები დარჩნენ. 2003 ოქტომბერში რუმინეთის მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის კონსტიტუციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რაც პირველ რიგში ეროვნულ უმცირესობათა (უნგრელები, ბოშები) უფლებების დაცვას ეხება. რუმინეთმა 2002 წელს პრაღის სამიტზე მიიღო მიწვევა ნატოსაგან, ხოლო ეკონომიკური რეფორმების წარმატების შემთხვევაში შესაძლებელია მისი ევროკავშირში გაწევრიანება 2007 წლისათვის.
[რედაქტირება] მემკვიდრეობა
ბიერტანის ციხე-სიმაგრე, მოლდავეთისა და ბუკოვინის ეკლესიები, დუნაის დელტა, ჰორეზუს მონასტერი, სიგიშოარას ისტორიული ცენტრი, ტრანსილვანიის სოფლები ფორტიფიცირებული ეკლესიებით, მარამურეშის ხის ეკლესიები.
ავსტრია · აზერბაიჯანი1 · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია3 · დიდი ბრიტანეთი3 ესპანეთი3 · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდი3 · ნორვეგია3 · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი3 · საქართველო1 · სერბეთი · მონტენეგრო · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვეიცარია · შვედეთი · ჩეხეთი · ხორვატია ·
1 ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაშია.
2 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-სოციალური კავშირები აქვს ევროპასთან.
3 აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ.