მოლდოვა
ვიკიპედიიდან
|
|||||
ჰიმნი: Limba noastră (ჩვენი ენა) | |||||
დედაქალაქი | კიშინიოვი |
||||
უდიდესი ქალაქი | კიშინიოვი | ||||
ოფიც. ენები | მოლდავური (რუმინული) | ||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | ||||
-პრეზიდენტი | ვლადიმირ ვორონინი | ||||
-პრ.-მინისტრი | ვასილე ტარლევი | ||||
ფართობი - საერთო - წყალი (%) |
33,844 კმ² (139-ე) 1.4% |
||||
მოსახლეობა - 2008 სავ. - 2004 ცენზი - სიმჭიდროვე |
4,128,047 (121-ე) 3,383,3321 121,9 ად/კმ² |
||||
მშპ (ppp) - საერთო - ერთ მოსახლეზე |
2007მიახლ. $9,367 მილიონი (141-ე) $2,962 (135-ე) |
||||
აგი (2007) | 0.708 (საშუალო) (111-ე) | ||||
ვალუტა | ლეუ (MDL ) |
||||
დროის სარტყელი | EET (UTC +2სთ.) | ||||
-ზაფხულის დრო | EET (UTC +3სთ.) | ||||
ქვეყნის კოდი | MDA | ||||
ccTLD | .md | ||||
სატელეფონო კოდი | +373 |
||||
1ამ რიცხვში არ შედის დნესტრისპირეთის და ქალაქ ბენდერის მოსახლეობა. |
სექციების სია |
[რედაქტირება] სახელწოდება
- ოფიციალური: მოლდოვის რესპუბლიკა, ეროვნული – Moldova; Republica Moldova.
- ეტიმოლოგია: მოლდოვა ჰქვია მეზობელი რუმინეთის ერთ-ერთ უდიდეს რეგიონს, რომელმაც სავარაუდოდ სახელი მდინარისაგან მიიღო. არსებობს მოსაზრება, რომ მდინარის ეს სახელწოდება აიხსნება მადნის (გერმანულად Molde) იმ შენარევებით, რომელიც მას თან მოაქვს.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება უკრაინას, დასავლეთით - რუმინეთს. ფართობი შეადგენს 33.700 კვ.კმ-ს. რუმინეთთან მისი საზღვარი გადის მდინარეებზე პრუტსა და დუნაიზე. ქვეყანის უმაღლესი მწვერვალია დეალულ ბელენეშტი - 430 მ.
[რედაქტირება] სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი (2001).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (101 წევრი).
[რედაქტირება] ტერიტორიული მოწყობა
მოლდოვის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 9 ოლქი (judetul), 1 ავტონომიური ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala autonoma - გაგაუზია) და 1 ტერიტორიული ერთეული (unitate teritoriala - დნესტრისპირეთი).
[რედაქტირება] დემოგრაფია
- მოსახლეობა - 4.439.000 (2003), მათ შორის 64% მოლდაველი, 14% უკრაინელი, 13% რუსი.
- სახელმწიფო ენა - მოლდავური (რუმინული). სხვა ენები - რუსული, უკრაინული, გაგაუზური.
- რელიგია - მართლმადიდებლობა.
- დედაქალაქი - კიშინიოვი (772 ათასი). დიდი ქალაქები - ტირასპოლი (210), ბელცი (175 ათასი), ტიგინა (145).
[რედაქტირება] ეკონომიკა
მოლდოვაში ხელსაყრელი კლიმატური პირობებია, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა, ამიტომ ქვეყნის ექსპორტში ჭარბობს კვების პროდუქტები, ღვინო, ტექსტილი, თამბაქო. აქვს მცირე მოცულობის მინერალური რესურსები - ფოსფორიტი, თაბაშირი, კირქვა. ენერგომატარებლებს (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) ძირითადად რუსეთიდან იღებს. ეროვნული ვალუტაა მოლდოვური ლეი (MDL).
[რედაქტირება] უახლესი ისტორია
1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა სეპარატისტული მოძრაობების გააქტიურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. იმავე წელს დნესტრისპირეთის სლავურმა მოსახლეობამ გამოაცხადა დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა, რომელთა სტატუსზე დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 1994 წელს მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი გაგაუზიის ტერიტორიული ავტონომიის შესახებ.
[რედაქტირება] კულტურა
თანამედროვე მოლდოვის კულტურულ ტრადიციებში ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკური რუმინული კულტურის ზეგავლენა, რაც აიხსნება მოსახლეობის უმრავლესობის რუმინული წარმოშობით.
საქართველო · უკრაინა · აზერბაიჯანი · მოლდოვა
უზბეკეთი (ყოფილი წევრი).
აზერბაიჯანი · ბელარუსი · თურქმენეთი · მოლდოვა · საქართველო · რუსეთი · სომხეთი · ტაჯიკეთი · უზბეკეთი · უკრაინა · ყაზახეთი · ყირგიზეთი
ავსტრია · აზერბაიჯანი1 · ალბანეთი · ანდორა · ბელარუსი · ბელგია · ბოსნია და ჰერცეგოვინა · ბულგარეთი · გერმანია · დანია3 · დიდი ბრიტანეთი3 ესპანეთი3 · ესტონეთი · ვატიკანი · თურქეთი1 · ირლანდია · ისლანდია · იტალია · კვიპროსი2 · ლატვია · ლიტვა · ლიხტენშტაინი · ლუქსემბურგი · მაკედონია · მალტა · მოლდოვა · მონაკო · ნიდერლანდი3 · ნორვეგია3 · პოლონეთი · პორტუგალია · რუმინეთი · რუსეთი1 · საბერძნეთი · სან-მარინო · საფრანგეთი3 · საქართველო1 · სერბეთი · მონტენეგრო · სლოვაკეთი · სლოვენია · სომხეთი2 · უკრაინა · უნგრეთი · ფინეთი · ყაზახეთი1 · შვეიცარია · შვედეთი · ჩეხეთი · ხორვატია ·
1 ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაშია.
2 მთლიანად აზიაში, მაგრამ კულტურულ-სოციალური კავშირები აქვს ევროპასთან.
3 აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ.