ვიკიპედიიდან
უეფა (UEFA - Union Européenne de Football Association, ფრანგ. "ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი") — საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს ევროპულ ფეხბურთს და ევროპული ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს. მისი მოვალეობაა სხვადასხვა საკლუბო და სანაკრებო ტურნირების გამართვა და მათი ორგანიზება. ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს აზიის ტერიტორიაზე, ასევე შესულია უეფას შემადგენლობაში. ეს ქვეყნებია: სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი, კვიპროსი, რუსეთი და აზერბაიჯანი.
უეფა დაარსდა 1954 წლის 15 ივნისს ბაზელში. 1959 წლამდე მისი შტაბი იყო პარიზში, შემდეგ კი გადატანილ იქნა ბერნში. 1995 წლიდან იგი მდებარეობს ნიონში, შვეიცარია.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში