ON AMAZON:



https://www.amazon.com/Voice-Desert-Valerio-Stefano-ebook/dp/B0CJLZ2QY5/



https://www.amazon.it/dp/B0CT9YL557

We support WINRAR [What is this] - [Download .exe file(s) for Windows]

CLASSICISTRANIERI HOME PAGE - YOUTUBE CHANNEL
SITEMAP
Audiobooks by Valerio Di Stefano: Single Download - Complete Download [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Alphabetical Download  [TAR] [WIM] [ZIP] [RAR] - Download Instructions

Make a donation: IBAN: IT36M0708677020000000008016 - BIC/SWIFT:  ICRAITRRU60 - VALERIO DI STEFANO or
Privacy Policy Cookie Policy Terms and Conditions
უილიამ III (ინგლისი) - ვიკიპედია

უილიამ III (ინგლისი)

ვიკიპედიიდან

უილიამ III
უილიამ III

უილიამ III (ინგლ. William III) (14 ნოემბერი 1650 - 8 მარტი 1702) ინგლისის და შოტლანდიის მეფე 1689 - 1702 წლებში. იქორწინა 1677 წელს მერიზე, ინგლისის მეფის, ჯეიმზ II-ს ასულზე.

სექციების სია

[რედაქტირება] ბიოგრაფია

უილიამი მიეკუთვნებოდა ჰოლანდიაში ცნობილ ორანელთა გვარს. იგი ადრეულ ბავშვობაში დაობლდა. 1670 წელს იულიამი სახელმწიფო საბჭოში შევიდა ხმის უფლებით.

უილიამი სუსტი აღნაგობის, გამხდარი ადამიანი იყო. სიცოცხლის ბოლომდე მას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ბავშვობიდან იგი ჯაშუშებით და მტრებით იყო გარსშემორტყმული, ამიტომ იგი შეეჩვია სიფრთხილეს და ჩაკეტილობას. მხოლოდ მეგობრების ვიწრო წრეში იყო იგი გახსნილი, კეტილი და მხიარული. მას ჰქონდა პოლიტიკისადმი მიდრეკილება, რომელსაც მიუძღვნა მთელი სიცოცხლე. იგი არ ინტერესდებოდა მეცნიერებით, ხელოვნებით და ლიტერატურით. მან კარგად იცოდა ლათინური, იტალიური, ესპანური, ფრანგული, ინგლისური და გერმანული ენები. იგი კალვინისტი იყო, თუმცა ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით.

[რედაქტირება] ჰოლანდიაში ხელისუფლების ჩაგდება

1672 წელს დაიწყო საფრანგეთთან ომი. გენერალურმა შტატებმა იგი გენერალ-კაპიტანად დანიშნეს. ნინდერლანდებისთვის ომი ცუდად ვითარდებოდა და ჰოლანდიელბი იმედებს უილიამზე ამყარებდნენ. ქალაქებში დაწყებული აღელვის შედეგად უილიამი შტატგალტერი გახდა. აგვისტოში აჯანყებულებმა მოკლეს რესპუბლიკის მმართველი იან ვიტი და მისი ძმა.

მისი მმართველობის დასაწყისში ქვეყანაში ფრანგები იყვნენ გაბატონებულნი. მტრის გასაჩერებლად მხოლოდ ერთი საშუალება იყო დარჩენილი, და უილიამმა მიმართა მას - მან ბრძანა შლუზების გაღება და ფრანგებს ზღვა დაუპირისპირა. შემოდგომაზე ჰოლანდიელები შეტევაზე გადავიდნენ და მაასტრიხტამდე ჩავიდნენ, გადავიდნენ საფრანგეთში და შარლრუას ალყა შემოარტყეს. იმპერატორმა ლეოპოლდ I-მა ჰოლანდიასთან კავშირი დაამყარა და ომში ჩაერთო. შემდეგ საფრანგეთს ომი ესპანეთმაც გამოუცხადა. 1673 წელს ფრანგები განდევნილ იქნენ ჰოლანდიიდან. ამან უილიამს ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა.

ომმა ესპანურ ბელგიაში გადაინაცვლა. 1674 წლის ზაფხულში უილამი, ესპანურ და ჰოლანდიურ არმიებს მეთაურობდა სენეფთან ბრძოლაში. ბრძოლაში ფრანგებმა გაიმარჯვეს, თუმცა ძალიან დიდი დანაკარგებით. უილიამს მოუწია საფრანგეთში შეჭრაზე უარის თქმა. შემდეგ წელს ფრანგებმა მაასის ხაზი დაიკავეს. უილიამმა ვერ გადაარჩინა ესპანური ციხეები 1676 წელს. შემდეგ წელს ფრანგებმა აიღეს ვალანსენი, კამბრე და სენტ-ომერი. უილიამმა სცადა უკანასკნელის აღება, მაგრამ დამარცხდა მონკასელის ბრძოლაში.

1678 წელს ზავი დაიდო. ლუი XIV-მ დაუბრუნა ჰოლანდიას მაასტრიხტი, უილიამს კი ორანი. ამავე დროს მან ინგლისის მეფის ჯეიმზ II ასული მერი მოიყვანა ცოლად. ქორწინება პოლიტიკური იყო, მიუხედავად ამისა წარმატებული აღმოჩნდა. თავიდან უილიამი არ იყო ერთგული ქმარი, მაგრამ მოთმინებით და თავმდაბლობით მერიმ მოიპოვა მეუღლის სიყვარული.

1681 წელს ლუიმ სტრასბურგი აიღო. უილიამი და შვედეთის მეფე კარლ XI შეიკვრნენ საფრანგეთის წინააღმდეგ. ამ კავშირს მალე იმპერატორიც და ესპანეთის მეფეც შეუერთდნენ. 1686 წელს კავშირი აუგსბურგის ლიგას გარდაიქმნა.

[რედაქტირება] ინგლისში გამეფება

1688 წელს უილიამმა მიიღო ინგლისიდან მოწვევა ტახტის დასაკავებლად. მას სწერდნენ რომ ინგლისელთა უმეტესობას ცვლილებები სწყურია და სიამოვნებით ჩამოაგდებენ ჯეიმზს. წერილის ავტორები, ვიგების და ტორის წარმომადგენლები მას პირდებოდნენ წარმატებას, თუ კი იგი 10 000 ლაშქრით ჩამოვიდოდა. უილიამმა დაიწყო ლაშქრობისთვის მზადება. მან მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ მოდის ინგლისის კანონების დასაცავად, რომელსაც არღვევს მეფე ჯეიმზი, რომ იგი არ მოდის დასაპყრობად, როდესაც ქვეყანა გათავისუფლდება ტირანიისგან, იგი უკან გაუშვებს ჯარს. მისი ერთადერთი მიზანია პარლამენტის შეკრება. იგი დაპირდა პარლამენტისთვის გადაეცა ყველა სახალხო საქმე.

19 ოქტომბერს უილიამი გაეშურა ინგლისში, მაგრამ ქარიშხალმა აიძულა დაბრუნება. მეორედ ზღვაში 1 ნოემბერს გავიდა. 5 ნოემბერს უილიამის ფლოტი შევიდა ტორეს ნავსადგურში და უილიამის არმია წინააღმდეგობის გარესე გადმოვიდა ინგლისში. მოსახლეობა მათ სიხარულით შეხვდა. მეფემ გაქცევა სცადა, მაგრამ მებადურებმა დაიჭირეს და როჩესტერში გადაიყვანეს. უილიამი 18 დეკემბერს საზეიმოდ შევიდა ლონდონში. მან თავიდან უარი თქვა ტახტზე და ყველა საკითხების განხილმა პარლამენტს მიაბარა.

ვინაიდან უკანასკნელი პარლამენტი კანონ დარღვევით იყო არჩეული, ლორდთა პალატამ 26 დეკემბერს მოიწვია უკანასკნელი თემთა პალატა, რომელიც ჩარლზ II-ს დროს იყო არჩეული. ამ პალატამ ქვეყნის დროებითი მმართველობა გადასცა ორანის პრინცს და გამოუყო 100 000 გირვანქა სტერლინგი. შემდეგ ახალი პარლამენტის არჩევნები დაინიშნა.

ახალმა პარლამნტმა დაადგინა, რომ ჯეიმზის გაქცევა მისი გადადგომის ტოლფასია. ვინ უნდა გამხდარიყო ახალი მეფე - ამ საკითხმა ხანგძლივი კამათი გამოიწვია. ყველას ესმოდა რომ ქვეყნის მართვა მხოლოს უილიამს შეუძლია, მაგრამ ტორის არ უნდოდა მისი მეფედ გამოცხადება. მათ შესთავაზეც ტახტზე მისი მეუღლის მერის ასვლა. უილიამმა ამაზე პასუხი გასცა, რომ იგი არ გახდება საკუთარი ცოლის მსახური და თუ მას არ აირჩევენ, იგი უმალვე დატოვებს ინგლისს. ამის გამო ტორი დათანხმდა, რომ მეფეებად ერთდროულად გამოცხადებულიყვნენ მერიც და უილიამიც, ხოლო მთავრობის სათავეში მხოლოდ უილიამი ყოფილიყო, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ცოლზე მეტხანს იცოცხლებს. ხოლო მემკვიდრე მათი შვილები უნდა გახდარიყვნენ, ხოლო თუ შვილები არ ეყოლებოდათ, მაშინ მერის და - ანა.

უილიამისთვის ხელისუფლების ჩაბარებამდე, პარლამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც ინგლისის სახელმწიფო წყობის დებულებები იყო განსაზღვრული. ამ დოკუმენტის თანახმად უილიამს არ ჰქონდა უფლება პარლამეტის დადგენილების გარეშე შემოეღო ახალი ნალოგი, შეეკრიბა ჯარი მშვიდობიან დროს, ასევე არ შეეძლო სასამართლოების და პარლამენტის მუშაობაში ჩარევა. 11 აპრილს უილიამი და მერი მეფეებად იყვნენ ნაკურთხნი.

ახალი მეფის დიდი უპირატესობა იყო მისი ტოლერანტობა სარწმუნოებების მხრივ. მაისში მან კარგად მიიღო შოტლანდიიდან დეპუტაცია, რომლებმაც აცნობეს იქ პრესვიტორული ეკლესიის აღდგენა. უილიამს მხოლოდ ის სურდა, რომ შოტლანდიაში არ დაწყებულიყო ანგლიკანიზმის მიმდევართა დევნა. მალე მეფის ინიციატივიდ მიღებულ იქნა ”აღმსარებლობის თავისუფლების” აქტი.

ფანატიკოსი ანგლიკანები ეჭვის თვალით უყურებდნენ მეფის ტოლერანტობას. ისინი ერთიანდებოდნენ ყოფილი მეფის მხარდასაჭერად და მათ ”იაკობიტები” შეერქვათ. უკვე 1689 წელს მოხდა იაკობიტების აჯანყება მთიან შოტლანდიაში და ირლანდიაში. 1690 წლის ზაფხულში უილიამი არმიით გადავიდა ირლანდიაში. 30 ივლისს მდინარე ბოინეზე მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც ინგლისელებმა გაიმარჯვეს. დუბლინი უბრძოლველად დანებდა. აჯანყებულთა მამულების კონფისკაცია მოხდა და თვით აჯანყებულები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა. უილიამი ირლანდიაშიც და შოტლანდიაშიც მეფედ იქნა აღიარებული.

ოქტომბერში უილიამი კონტინენტზე დაბრუნდა საფრანგეთთან საომრად. 1691 წლის თებერვალში იგი ჰააგაში ჩავიდა, სადაც მოკავშირეთა ყრილობა იყო. მათ გადაწყვიტეს საფრანგეთის წინააღმდეგ 120 000 კაციანი არმიის გამოყვანა. მაგრამ, სანამ მისი შეკრება მოხერხდა, ლუიმ აიღო მონსი, და მარშალმა ლუქსემბურგმა დაამარცხა ჰოლანდიელები ლეზთან. 1692 წლის ივნისში ფრანგებმა აიღეს ნამიური, ხოლო აგვისტოში მოხდა სტენკერკენესთან ბრძოლა, რომელშიც ინგლისელები და ჰოლანდიელები ისევ დამარცხდნენ. 1693 წელს ნერვინდემთან ბრძოლაში უილიამი ისევ დამარცხდა. მოკავშირეებმა დაკარგეს 14 000 ადამიანი და მთელი არტილერია. თუმცა ამ გამარჯვებებმა ფრანგებს ევრი არაფერი მისცა. მალე მარშალი ლუქსემბურგი გარდაიცვლა და მის ადგილზე დანიშნული ჰერცოგი ვილრუა ბევრად სუსტი იყო. 1695 წელს უილიამმა აიღო ნამიური.

იგი უფრო და უფრო დამოკიდებული იყო ინგლისურ სუბსიდიებზე, მათ მისაღებად კი მოუხდა პარლამეტისთვის მეტ დათმობებზე წასვლა. ასე იქნა მიღებული კანონები, რომლის მიხედვითაც, მეფეს პარლამენტ ყოველ წელს უნდა მოეწვია და თემთა პალატა 3 წელიწადში ერთხელ უნდა განახლებულიყო. მოიხსნა ცენზურა. მინისტრები პასუხს მეფის მაგივრად, პარლამენტის წინაშე აგებდნენ.

1697 წელს ხელი მოეწერა ზავს, რომლითაც ლუი XIV უილიამს ინგლისის მეფედ სცნობდა. ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო საფრანგეთთან 25 წლიანი დაპირისპირებაში. თუმცა უილიამი ამ ზავს დროებითად მიიჩნევდა და სურდა მალე ომის გაახლება. იგი ოცნებობდა ლუის საბოლოო დამარცხებას, მაგრამ პარლამენტი გადაუდგა მის გეგმებს. 1699 წელს პარლამენტმა მიიღო არმიის 7 000 კაცამდე შემცირების გადაწყვეტილება, თან მსახურობა მხოლოდ ინგლისელებს შეეძლოთ.

შეურაცხყოფილი მეფე ჰოლანდიაში დაბრუნდა. ინგლისელები დიდად არ განაწყენებულან. მალე მეფე გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად.

[რედაქტირება] წყაროები

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.
ინგლისის მეფეები

ალფრედ დიდი  · ედუარდ უფროსი  · ათელსტანი  · ედმუნდ I  · ედრედი  · ედვი  · ედგარი  · ედუარდ წამებული  · ეთელრედ უწიგნური  · სვენ I  · ედმუნდ რკინისმხარა  · კნუდ დიდი  · ჰაროლდ I  · ჰარდეკნუდი  · ედუარდ აღმსარებელი  · ჰაროლდ II  · ედგარ ეთელინგი  · უილიამ I  · უილიამ II  · ჰენრი I  · სტივენი  · მატილდა  · ჰენრი II  · რიჩარდ I  · ჯონი  · ჰენრი III  · ედუარდ I  · ედუარდ II  · ედუარდ III  · რიჩარდ II  · ჰენრი IV  · ჰენრი V  · ჰენრი VI  · ედუარდ IV  · ედუარდ V  · რიჩარდ III  · ჰენრი VII  · ჰენრი VIII  · ედუარდ VI  · ჯეინ გრეი  · მერი I  · ელიზაბეთ I  · ჯეიმზ I  · ჩარლზ I  · ჩარლზ II  · ჯეიმზ II  · მერი II  · უილიამ III  · ანა  ·

შოტლანდიის მეფეები

კენეთ I  · დონალდ I  · კონსტანტინ I  · აედი  · ეოხეიდი  · გირიკი  · დონალდ II  · კონსტანტინ II  · მალკოლმ I  · ინდულფი  · დუბი  · კულენი  · კენეთ II  · ალმაიბი  · კონსტანტინ III  · კენეთ III  · მალკოლმ II  · დუნკან I  · მაკბეთი  · ლულახი  · მალკოლმ III  · დონალდ III  · დუნკან II  · ედგარი  · ალექსანდერ I  · დეივიდ I  · მალკოლმ IV  · უილიამ I  · ალექსანდერ II  · ალქსანდერ III  · მარგარეტი  · ჯონ I  · რობერტ I  · დეივიდ I  · რობერტ II  · რობერტ III  · ჯეიმზ I  · ჯეიმზ II  · ჯეიმზ III  · ჯეიმზ IV  · ჯეიმზ V  · მერი I  · ჯეიმზ VI  · ჩარლზ I  · ჩარლზ II  · ჯეიმზ VII  · მერი II  · უილიამ II  · ანა  ·

ირლანდიის მეფეები

ჰენრი I  · ედუარდ VI  · ჯეინ გრეი  · მერი I  · ელიზაბეთ I  · ჯეიმზ I  · ჩარლზ I  · ჩარლზ II  · ჯეიმზ II  · მერი II  · უილიამ III  · ანა  · ჯორჯ I  · ჯორჯ II  · ჯორჯ III  · ჯორჯ V  · ედუარდ VIII  · ჯორჯ VI

Static Wikipedia 2008 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2007 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - en - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Static Wikipedia 2006 (no images)

aa - ab - af - ak - als - am - an - ang - ar - arc - as - ast - av - ay - az - ba - bar - bat_smg - bcl - be - be_x_old - bg - bh - bi - bm - bn - bo - bpy - br - bs - bug - bxr - ca - cbk_zam - cdo - ce - ceb - ch - cho - chr - chy - co - cr - crh - cs - csb - cu - cv - cy - da - de - diq - dsb - dv - dz - ee - el - eml - eo - es - et - eu - ext - fa - ff - fi - fiu_vro - fj - fo - fr - frp - fur - fy - ga - gan - gd - gl - glk - gn - got - gu - gv - ha - hak - haw - he - hi - hif - ho - hr - hsb - ht - hu - hy - hz - ia - id - ie - ig - ii - ik - ilo - io - is - it - iu - ja - jbo - jv - ka - kaa - kab - kg - ki - kj - kk - kl - km - kn - ko - kr - ks - ksh - ku - kv - kw - ky - la - lad - lb - lbe - lg - li - lij - lmo - ln - lo - lt - lv - map_bms - mdf - mg - mh - mi - mk - ml - mn - mo - mr - mt - mus - my - myv - mzn - na - nah - nap - nds - nds_nl - ne - new - ng - nl - nn - no - nov - nrm - nv - ny - oc - om - or - os - pa - pag - pam - pap - pdc - pi - pih - pl - pms - ps - pt - qu - quality - rm - rmy - rn - ro - roa_rup - roa_tara - ru - rw - sa - sah - sc - scn - sco - sd - se - sg - sh - si - simple - sk - sl - sm - sn - so - sr - srn - ss - st - stq - su - sv - sw - szl - ta - te - tet - tg - th - ti - tk - tl - tlh - tn - to - tpi - tr - ts - tt - tum - tw - ty - udm - ug - uk - ur - uz - ve - vec - vi - vls - vo - wa - war - wo - wuu - xal - xh - yi - yo - za - zea - zh - zh_classical - zh_min_nan - zh_yue - zu -

Sub-domains

CDRoms - Magnatune - Librivox - Liber Liber - Encyclopaedia Britannica - Project Gutenberg - Wikipedia 2008 - Wikipedia 2007 - Wikipedia 2006 -

Other Domains

https://www.classicistranieri.it - https://www.ebooksgratis.com - https://www.gutenbergaustralia.com - https://www.englishwikipedia.com - https://www.wikipediazim.com - https://www.wikisourcezim.com - https://www.projectgutenberg.net - https://www.projectgutenberg.es - https://www.radioascolto.com - https://www.debitoformtivo.it - https://www.wikipediaforschools.org - https://www.projectgutenbergzim.com