19 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან
<< | ოქტომბერი | >> | ||||
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2008 |
19 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 291-ე დღე (ნაკიან წლებში – 292-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 73 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- 439 : ვანდალები კართაგენს იღებენ.
- 1453 : ფრანგები ბორდოს იბრუნებენ, რითაც სრულდება ასწლიანი ომი ინგლისთან.
- 1469 : ფერდინანდ II არაგონელი ირთავს იზაბელა კასტილიელს, რამაც შესაძლებელი გახადა არაგონისა და კასტილიის გაერთიანება ერთ ქვეყანად - ესპანეთად.
- 1512 : მარტინ ლუთერი თეოლოგიის დოქტორი ხდება.
- 1781 : იორკტაუნთან, ვირჯინია, ბრიტანეთის მეთაური ლორდი კორნუოლისი ნებდება ფრანკო-ამერიკულ ძალებს ჯორჯ ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, რითაც დასასრულს უახლოვდება ამერიკის რევოლუციური ომი.
- 1812 : ნაპოლეონის ჯარმა მოსკოვი დატოვა.
- 1813 : ლაიპციგის ბრძოლაში ნაპოლეონ ბონაპარტემ ერთ-ერთი უმძიმესი დამარცხება განიცადა.
- 1873 : იელის, პრინსტონის, კოლუმბიისა და რატგერსის უნივერსიტეტები ქმნიან ამერიკული ფეხბურთის წესების პირველ კოდექსს.
- 1912 : ტრიპოლი ოსმალეთიდან იტალიის მფლობელობაში გადმოვიდა.
- 1921 : ლისაბონში სამხედრო გადატრიალებისას მოკლეს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი და სხვა პოლიტიკოსები.
- 1933 : გერმანია ერთა ლიგიდან გამოდის.
- 1935 : ერთა ლიგა იტალიაზე ეკონომიკურ სანქციებს აწესებს ამ უკანასკნელის ეთიოპიაში შეჭრის გამო.
- 1943 : სტრეპტომიცინი, პირველი ანტიბიოტიკი ტუბერკულოზის სამკურნალო, გამოიყვანეს რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა.
- 1944 : აშშ-ის სამხედრო ძალები ფილიპენებზე გადმოსხდნენ.
- 1950 : ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჯარები აღმოსავლეთ ტიბეტის ქალაქ ჩამდოს იღებენ.
- 1960 : აშშ-ის მთავრობა კომუნისტურ კუბას ემბარგოს უცხადებს.
- 1960 : მავრიტანია დამოუკიდებელი გახდა საფრანგეთისაგან.
- 1987 : შავი ორშაბათი - დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო 22%-ით ვარდება.
- 1991 : 7.0 ბალის მიწისძვრა მოხდა ჩრდილოეთ იტალიაში - 2000 ადამიანი დაიღუპა.
- 2003 : დედა ტერეზა პაპმა იოანე პავლე II-მ წმინდანად შერაცხა.
- 2005 : სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი იწყება მის მიერ ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1276 : ჰისააკი - იაპონელი შოგუნი
- 1896 : ეფრემ II - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი (გ.1972)
- 1899 : ასტურიასი, მიგელ - გვატემალელი მწერალი (გ.1974)
- 1910 : სუბრაჰმანიან ჩანდრასეხარი - ინდოელი ფიზიკოსი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1216 : იოანე უმიწაწყლო - ინგლისის მეფე
- 1745 : სვიფტი, ჯონათან - ირლანდიელი მწერალი (დ.1667)
- 1937 : რაზერფორდი, ერნესტ - ახალზელანდიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი (დ.1871)
[რედაქტირება] დღესასწაულები
- ნიუე : კონსტიტუციის დღე
- ალბანეთი : დედა ტერეზას დღე
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი |