ვიკიპედიიდან
16 ნოემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 320-ე დღე (ნაკიან წლებში – 321-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 45 დღე.
- 1384 : იადვიგა, კურთხეულ იქნა პოლონეთის მეფედ, მიუხედავად იმისა რომ ქალი იყო.
- 1532 : ფრანცისკო პიზარო და მისი ხელქვეითები ახერხებენ ინკას იმპერატორის ატაჰუალპას დაჭერას.
- 1849 : რუსეთის სასამართლომ ფიოდორ დოსტოევსკის სიკვდილი მიუსაჯა რადიკალ ინტელექტუალურ ჯგუფთან დაკავშირებული ანტი-სამთავრობო საქმიანობისთვის. სასჯელი გაუქმებულ იქნა უკანასკნელ მომემენტში.
- 1904 : ჯონ ფლემინგმა გამოიგონა ვაკუუმის სინჯარა.
- 1906 : ოპერის ვარსკვლავი ენრიკე კარუზო დააპატიმრეს ნიუ იორკის ცენტრალური პარკის ზოოპარკში მაიმუნების გალიასთან უცნობი ქალისთვის უკანალზე ჩქმეტის გამო.
- 1907 : ინდიელთა ტერიტორიასა და ოკლაჰომის ტერიტორიას დაერქვა ოკლაჰომა და ხდება აშშ-ის 46 შტატი.
- 1914 : ამერიკის ფედერალური სარეზერვო ბანკი (ამერიკის ცენტრალური ბანკი) ოფიციალურად იწყებს მუშაობას.
- 1920 : ქანტას, ავსტალიის ეროვნული ავიაკომპანია დარეგისტრირდა როგორც საჰაერო გადამზიდი კომპანია სახელით "ქვინსლანდისა და ჩრდილოეთ ტერიტორიის საჰაერო სერვისები, ლტდ". სიძველით მეორე ავიაკომპანია KLM-ის შემდეგ.
- 1933 : აშშ და სსრკ ამყარებენ ფორმალურ დიპლომატიურ კავშირებს.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი - გერმანიის მიერ ქოვენთრიზე იერიშის მიტანის საპასუხოდ, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალები ბომბავს ჰამბურგს.
- 1940 : ჰოლოკოსტი - პოლონეთში ნაცისტები წარშავის ებრაელთა გეტტოს გარე სამყაროსგან იზოლირებულს ხდიან.
- 1945 : ცივი ომი - აშშ იბირებს 88 გერმანელ მეცნიერს სარაკეტო ტექნოლოგიის დამუშავების დასაჩქარებლად.
- 1965 : ვენერას პროგრამა - სსრკ კოსმოსში უშვებს უმართავ ხომალდს ვენერისკენ, პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც სხვა პლანეტის ზედაპირს მიაღწია.
- 1979 : მეტროს პირველი ხაზი (M1) გაიხსნა ბუქარესტში, რუმინეთი.
- 1988 : ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველ ღია არჩევნებში პაკისტანში ამომრჩევლები პრემიერ მინისტრად ირჩევენ პოპულისტ კანდიდატს ბენაზირ ბჰუტოს.
- 1996 : დედა ტერეზა აშშ-ს საპატიო მოქალაქე ხდება.
- 2000 : ბილ კლინტონი ხდება პირველი აშშ მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც ვიეტნამს სტუმრობს.
- 2001 : ჰარი პოტერის პირველი ფილმი "ჰარი პოტერი და ჯადოსნური ქვა" გამოდის კინოეკრანებზე და ხდება მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფილმი.
- 2007 : სასამართლომ ტელეკომპანია "იმედს" სამაუწყებლო ლიცენზია დაუყადაღა "ხელისუფლების დამხობის პროპაგანდის" გამო.
- 2007 : ლადო გურგენიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ზურაბ ნოღაიდელი შეცვალა.
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
სხვა თვეები: